FM97.5 / LIVE

ქართულის გამოცდის პირველ სესიაზე ახალციხეში 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.07.2016
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი გამოცდის პირველი სესია დასრულდა და მეორე დაიწყო. პირველ ეტაპზე 228 აბიტურიენტიდან 6 არ გამოცხადდა.

ქართულის გამოცდის პირველ სესიაზე ახალციხეში 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია, ახალციხის საგამოცდო ცენტრში უკვე დაიწყო. რამდენი აბიტურიენტი გამოცხადდა და რამდენმა ვერ შეძლო გამოცდებში მონაწილეობა, ახალციხის საგამოცდო ცენტრში ამაზე ჯერ ვერ საუბრობენ. მეორე სესია, ოთხი საათი და 15 წუთი გაგრძელდება. საგამოცდო პროცესი 19:15 საათზე დასრულდება.

„ახლა შევდივარ გამოცდაზე, იმედი მაქვს რთული ტესტები არ შემხვდება და იოლად ჩავაბარებ, ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ კარგი განწყობა მაქვს“, - გვითხრა თამარ პაპიაშვილმა, რომელმაც რეგისტრაცია მეორე სესიაზე გაიარა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია დილის 09:00 საათიდან დაიწყო და 12:15 საათისათვის დასრულდა.

ახალციხის საგამოცდო ცენტრში აცხადებენ, რომ პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

„რაიმე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გელა ინასარიძემ.

ახალციხის საგამოცდო ცენტრი მეხუთე საჯარო სკოლაშია განლაგებული. სკოლის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.

შეგახსებნებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან, 1 ივლისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
აბიტურიენტებმა, 80 ქულიან ტესტები უნდა შეავსონ. გამოცდის მინიმალური ბარიერი 21 ქულაა. წერითი დავალების გარდა, აბიტურიენტებს გარკვეული საკითხების ჩაბარება ელექტრონულადაც მოუწიათ. მათ მაგიდებზე სპეციალური ლეპტოპები დახვდათ.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 4–5 ივლისს კი აბიტურიენტები ზოგად უნარებს ჩაბარებენ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ახალციხის საგამოცდო ცენტრში 1000–მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით კი ეროვნულ გამოცდებს 38 500–ზე მეტი სკოლადამთავრებული აბარებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე 2 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 5 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის  მეორე სესიაზე 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო