FM97.5 / LIVE

ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.07.2016
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ახალციხის საგამოცდო ცენტრში ექსცესების გარეშე დასრულდა. ჯამში, გამოცდაზე დარეგისტრირებული 480 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 10 არ გამოცხადდა.

ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა

გამოცდის მეორე სესია 19:15 საათზე დასრულდა. დღის მეორე ნახევრაში გამოცდაზე დარეგისტრირებული 252 აბიტურიენტიდან 4 არ გამოცხადდა.

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ნაწილი ამბობს, რომ ტესტირება რთული არ იყო და კარგ შედეგს ელიან, ნაწილს კი გამოცდა რთული მოეჩვენა.

„მომზადებული ვიყავი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მაღალ ქულებს ვერ ავიღებ, რადგან რთული იყო“, - გვითხრა კონსტანტინე დემეტრაძემ.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის გელა ინასარიძის განმარტებით, პირველმა საგამოცდო დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ახალციხის საგამოცდო ცენტრი მეხუთე საჯარო სკოლაშია განთავსებული. სკოლის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურები.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან, 1 ივლისიდან, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ეროვნული გამოცდები ხვალ, 2 ივლისს, კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება. გამოცდა ხვალაც ორ სესიად გაიმართება.

ახალციხის საგამოცდო ცენტრში 1000–მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით კი ეროვნულ გამოცდებს 38 500–ზე მეტი სკოლადამთავრებული აბარებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართულის გამოცდის პირველ სესიაზე ახალციხეში 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 5 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე სამი  აბიტურიენტი არ გამოცხადდა
2014  წლის  ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა