FM97.5 / LIVE

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე 2 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.07.2015
ახალციხის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია დაიწყო, რომელზეც დარეგისტრირებული 255 აბიტურიენტიდან ორი არ გამოცხადდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე 2 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყო. ამ ეტაპზე გამოცდისთვის 17 სექტორია დაკავებული.

საგამოცდო პროცესს 22 მეთვალყურე და ამდენივე კურატორი ადევნებს თვალს. თითო სექტორიში 1 ადგილობრივი კურატორი და 1 მეთვალყურეა.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, გელა ინასარიძის განცხადებით, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საგამოცდო პროცესიდან არცერთი აბიტურიენტი არ მოხსნილა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით, დღეს, 2 ივლისს დაიწყო. პირველ სესიაზე რეგისტრირებული 255 აბიტურიენტიდან ორი არ გამოცხადდა.

4 აბიტურიენტს, რომელსაც მხედველობის პრობლემა ჰქონდათ საგამოცდო პროცესი 20 წუთით გაუხანგრძლივდათ, აქედან ორი ცალკე სარეზერვო ოთახში დასვეს და მათ გამოცდის ჩაბარებისთვის დამატებით 40 წუთი მისცეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება
ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის  მეორე სესიაზე 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 5 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დღეს 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ქართულის გამოცდის პირველ სესიაზე ახალციხეში 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა