FM97.5 / LIVE

2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.07.2014
2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასასრულდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში 3.820 აბიტურიენტიდან გამოცდებზე 78 არ გამოცხადდა.

2014  წლის  ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის გელა ინასარიძის განმარტებით, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. იყო ორი დაგვიანების შემთხვევა, ერთი აბიტურეინტი კი გამოცდიდან დამხმარე მასალის შეტანის გამო გამოუშვეს.

უკვე ჩაბარებულ გამოცდებს აბიტურიენტები საშუალო სირთულის გამოცდებად აფასებენ. აბიტურიენტთა ნაწილი ირწმუნება, რომ გამოცდის ჩაბარება არ გასჭირვებიათ.

2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, მიმდინარე წლის 26 ივნისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდა ორ სესიად ჩატარდა, 241 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 5 არ გამოცხადდა.

27 ივნისს აბიტურიენტებმა ისევ ორ სესიად და ისევ ქართული ენა და ლიტერატურა ჩააბარეს. ამ დღეს 436 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 8 არ გამოცხადდა.

30 ივნისს გამოცდა ზოგად უნარებში ჩატარდა. პირველ სესიაზე 234 აბიტურიენტიდან 17 არ გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი 266 – დან 8.

ზოგადი უნარების გამოცდა ჩატარდა 1 ივლისსაც. გამოცდაზე 564 აბიტურიენტიდან 6 არ გამოცხადდა.

2 და 3 ივლისს აბიტურიენტებმა გამოცდა ინგლისურ ენაში ჩააბარეს. 2 ივლისს მხოლოდ მეორე სესიაში (ამ დღეს პირველ სესიაში გამოცდას პედაგოგები აბარებდნენ), 3 ივლისს კი ორივე სესიაში. 2 ივლისს 222 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან, გამოცდაზე 3 არ გამოცხადდა. 3 ივლისს პირველ სესიაზე 227 აბიტურიენტიდან 6 არ გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი 229–დან 1.

4 ივლისს აბიტურიენტებისთვის გამოცდა მხოლოდ მეორე სესიაში ჩატარდა, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებში. ამ დღეს 199–დან 5 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

8 ივლისს მისაღები გამოცდები ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდა. ამ დღეს 166 აბიტურიენტიდან გამოცდაზე ყველა გამოცხადდა.

9 ივლისს გამოცდა გეოგრაფიაში ჩატარდა. 461 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან გამოცდაზე 5 არ გამოცხადდა.

10 ივლისს აბიტურიენტებმა ისტორიის გამოცდა ჩააბარეს. გამოცდა ორ სესიად ჩატარდა და 280 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან 8 არ გამოცხადდა.

11 ივლისს გამოცდა მათემატიკაში ჩატარდა. პირველ სესიაზე 90 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 3 არ მივიდა. მეორე სესიაზე კი ამდენივე დარეგისტრირებულიდან 1.

14 ივლისს აბიტურიენტებმა ქიმიის გამოცდა ჩააბარეს. 33 აბიტურიენტიდან ამ დღეს გამოცდაზე ყველა გამოცხადდა.

15 ივლისს, ბილოგიის გამოცდაზე, 66 აბიტურიენტიდან მხოლოდ 1 არ გამოცხადდა.

16 ივლისს, აბიტურიენეტები ფიზიკასა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაში აბარებდნენ გამოცდას. ამ დღეს 16 აბიტურიენტიდან გამოცდაზე მხოლოდ ერთი არ გამოცხადდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზოგადი უნარების გამოცდაზე 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ისტორიის გამოცდაზე 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა
დღეს აბიტურიენტებმა გამოცდა ბიოლოგიაში ჩააბარეს, პედაგოგებმა ქიმიაში
ზოგადი უნარების გამოცდაზე ჯამში 37 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
აბიტურიენტებმა გამოცდა ბიოლოგიაში ჩააბარეს