FM97.5 / LIVE

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 5 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

მთავარისიახლე, განათლება 03.07.2017
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ორივე სესიაზე ჯამში 469 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, თუმცა 5 არ გამოცხადდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 5 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჩაბარებით დაიწყო.

პირველი სესიაზე გამოცდაზე რეგისტრაცია დილის 08:00 საათზე დაიწყო. როგორც ახალციხის საგამოცდო ცენტრში ამბობენ, რეგისტრირებული 229 აბიტურიენტიდან სამი არ გამოცხადდა.

რაც შეეხება მეორე სესიას, რომელზე რეგისტრაციაც 14:00 საათზე დაიწყო, რეგისტრირებული 240 აბიტურიენტიდან გამოცდაზე ორი არ მივიდა.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის გელა ინასარიძის თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდამ ორივე სესიაზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაშია განთავსებული, აქ მთელი დღის განმავლობაში მობილიზებულნი იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. საგამოცდო საათებში გადაკეტილი იყო მეხუთე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზებიც.

შეგახსენებთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან 3 ივლისიდან დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება.

აბიტურიენტები ხვალ, 4 ივლისს გამოცდას ისევ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ორ სესიად ჩააბარებენ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დღეს 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე სამი  აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე 2 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება
ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა