FM97.5 / LIVE

ახალციხეში 5 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

მთავარისიახლე, სამართალი 01.07.2016
ახალციხეში, ორბელიანის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მცირეწლოვანს დაეჯახა. დაშავებული ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ახალციხეში  5 წლის ბავშვს  ავტომანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 1 ივლისს დაახლოებით, 16:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, „მიცუბიშის“ მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მანქანა გადამსვლელ, ორ ქალბატონს ააცილა და მოზარდს დაეჯახა. დაშავებული ახალციხის „რეფერალურ ჰოსპიტალში“ თავად ავტომობილის მძღოლმა გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიმარტეს, 5 წლის ბავშვს დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საღამომდე დარჩება.

„დაზიანებები და მოტეხილობები არ აქვს, შეშინებულია, ამიტომ ორი საათი კიდევ დავტოვებთ“, - გვითხრეს ახალციხის „რეფერალურ ჰოსპიტალში“.

ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, რომ მომხდარი მძღოლის ბრალი არ იყო, ვინაიდან, ქუჩა, სადაც შემთხვევა მოხდა, გადატვირთულია: "მეზობელ ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ტროტუარი მანქანებით იყო სავსე, იქვე სამშენებლო მასალა ეყარა და ნაგვის ურნაც ისე იდგა, რომ ჩვენც ძლივს გამოვიარეთ. სწორედ ამ დროს, ჩვენ აგვაცილა და ბავშვმა გადაურბინა. საერთოდ, ქალაქის ბევრი ქუჩაა ისე გადატვირთული, რომ გავლა შეუძლებელია".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სსკ-ს 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქვეითად მოსიარულე 13 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა
მძღოლმა, რომელიც აწყურში მოზარდს დაეჯახა, დაშავებული მიატოვა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად 20 წლის ბიჭი დაშავდა
ასპინძაში ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მანქანა დაეჯახა
აწყურში მოზარდს ავტომანქანა შეეჯახა
ავარიისას დაშავებული კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ახალციხეში მამაკაცს მანქანა დაეჯახა