FM97.5 / LIVE

მძღოლმა, რომელიც აწყურში მოზარდს დაეჯახა, დაშავებული მიატოვა

მთავარისიახლე, სამართალი 04.11.2018
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში დაკვირვების ქვეშ რჩება. მძღოლი, რომელიც ბიჭს შეეჯახა, დაზარალებულის მდგომარეობით არ დაინტერესებულა.

მძღოლმა, რომელიც აწყურში მოზარდს დაეჯახა, დაშავებული მიატოვა

ავარიის შედეგად დაშავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მძღოლი, რომელიც მოზარს დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათი განმარტებით, შეჯახებისას, მოზარდი დაეცა და გონება დაკარგა, ამიტომ მანქანის მარკა არ ახსოვს.

ამ დრომდე, მათ ავტომანქანის მძღოლი არ დაკავშირებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი "სამხრეთის კარიბჭესთან" აცხადებენ, რომ მძღოლი პოლიციაში დღეს, 4 ნოემბერს თავად "გამოცხადდა და კითხავენ".

15 წლის მოზარდს ქვედა კიდურის მოტეხილობა აქვს და ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში რჩება: "ფეხის მოტეხილობა აქვს მხოლოდ. მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ორი დღის განმავლობაში მაინც უნდა დარჩეს საავადმყოფოში, რადგან დავაკვირდეთ. ამ მდგომარეობით, სხვა რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება".

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ, 3 ნოემბერს სოფელ აწყურში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა. 15 წლის ბიჭი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა მას ავტომანქანა შეეჯახა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძება სსკ–ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში მოზარდს ავტომანქანა შეეჯახა
ავარიის შედეგად დაშავებული მოპედის მძღოლი საავადმყოფოში რჩება
აბასთუმანში 17 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა [Photo]
სოფელ იდუმალასთან ტრაილერი გადაბრუნდა
ავარიისას დაშავებული მოპედის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხეში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მანქანა დაეჯახა