FM97.5 / LIVE

ქვეითად მოსიარულე 13 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა

მთავარისიახლე, შემთხვევა 10.06.2016
დღეს, 10 ივნისს, საღამოს, ახალციხეში, 13 წლის გოგონას, რომელიც გზაზე გადადიოდა, „ინფინიტის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად გოგონა მსუბუქად დაშავდა.

ქვეითად მოსიარულე 13 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა 9 აპრილის ქუჩაზე, დაახლოებით ერთი საათის წინ, 21:00 საათზე მოხდა.

„112–ზე შემოვიდა შეტყობინება ავარიის შესახებ, თუმცა, მალევე გაუქმდა“, – ამბობენ სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურში.
მათივე განმარტებით, დაშავებული საავადმყოფოში თავად ავტომობილის მძღოლმა გადაიყვანა.

„გოგინა გზაზე გადმოდიოდა, საპირისპირო მიმართულებით გაიხედა, გაჩერდა, აღარ მეგონა გზას თუ გააგრძელებდა, მაგრამ უცებ გააგრძელა და ამ დროს დავეჯახე“, – ამბობს ავტომობილის მძღოლი, რომელსაც „სამხრეთის კარიბჭე“ „უნიმედი სამცხე – ახალციხის ჰოსპიტალში“ ესაუბრა.

დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ჰოსპიტალში ამბობენ, რომ პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აქვს.

„ბავშვი შეშინებულია, ღვთის წყალობით, ისეთი არაფერია“, – გვითხრა გოგონას დედამ.

ამ წუთებში საავადმყოფოს ეზოში სამართალდამცველები ავტომანქანას „დათვალიერებას უტარებენ“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სსკ–ის 276 მუხლის პირველი ნაწილთ დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ქვეითად მოსიარულე 13 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა

ქვეითად მოსიარულე 13 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  5 წლის ბავშვს  ავტომანქანა დაეჯახა
ახალციხეში ქვეითად მოსიარულე გოგონას მანქანა დაეჯახა [Photo]
ახალციხეში 15 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა
ადიგენში ავარიის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა
მძღოლმა, რომელიც აწყურში მოზარდს დაეჯახა, დაშავებული მიატოვა
ბორჯომში ავარიის შედეგად 65 წლის  კაცი დაშავდა
ახალციხეში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მანქანა დაეჯახა