FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე ‘ახალციხელობის’ აღნიშვნა დაიწყო [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.06.2016
დღეს, 30 ივნისს, შალვა ახალციხელის ხსნების დღეს, ახალციხეში სახელობით დღესასწაულს ზეიმობენ. დღესასწაულის აღნიშვნა ახალციხის ციხეში, გამოფენებითა და სპორტული ღონისძიებებით დაიწყო.

ახალციხის ციხეზე ‘ახალციხელობის’ აღნიშვნა დაიწყო [Photo]

ახალციხის ქვედა ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენები 14:00 საათზე გაიხსნა. დამთვალიერებელს ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი სამკაულების, ასევე, ახალციხის სამხატვრო სკოლის ნამუშევრების დათვალიერება შეუძლია.

„ამ ხალიჩებს ჩემი შვილი ქსოვს, ჩვენ ამ ღონისძიებაში ახლა ჩავერთეთ. ხალიჩებს არ ვყიდით“, – გვეუბნება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენის ერთ–ერთი მონაილე მარიამ ბებნაძე, რომელიც ამ გამოფენისთვის ვალედან ჩამოვიდა.

ხალიჩებისგან განსხვავებით, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთებისა და სამკაუელბის ავტორები ამბობენ, რომ ისინი თავიანთ ნაწარმს ყიდიან კიდეც.

სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი ნანა ნათენაძე ამბობს, რომ ამ გამოფენისთვის სპეციალურად მოემზადა: „გამოფენაზე წარმოდგენილი გვაქვს ზეთში შესრულებული ტილოები, თექაზე შესრულებული, კერამიკის ყვავილებით გაწყობილი პანოს პეიზაჟი; აგრეთვე წარმოდგენილია რელიგიური თემატიკა. ეს ყვეალფერი დღევანდელი დღისთვის სპეციალურად შევარჩიეთ“.

ამ გამოფენების პარალელურად, ციხეში გამოფენილია ფოტოსტუდია S & S–ის ფოტონამუშევრები. დამთვალიერებელს სტუდია ფოტოგადაღებასაც სთავაზობს.

ხალხური რეწვისა და სამხატვრო სკოლების ნამუშევრების გამოფენასთან ერთად , ახალციხის ციხეში მესხური კულინარული კერძებია გამოფენილი. მსურველებს მესხური თაფლის, ჩეჩილი ყველისა და სულგუნისა და არყის შეძენა და დაგემოვნება შეუძლიათ.
ამავე დროს, ქვედა ციხის ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებებიც მიმდინარეობს. სხვადასხვა ასაკის მონაწილეები ერთმანეთს ჭადრაკში, ნარდში, მკლავჭიდსა და ჭიდაობაში ეჯიბრებიან.

„ახალციხელობის“ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზატორი ახალციხის მერიაა. გამოფენებიც და სპორტული ღონისძიებებიც დღის ბოლომდე გაგრძელდება.

საღამოს, 18:00 საათზე, დღესასწაული კონცერტით გაგრძელდება, რომელშიც ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მიირებენ მონაწილეობას. სწორედ ამ კონცერტის დასრულების შემდეგ დააჯილდოვებენ სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს.
დღესასწაული გალა–კონცერტით დასრულდება, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ეწყობა. „ახალციხელობას“ ფეიერვერკი დაასრულებს.

შეგახსენებთ, ახალციხელობის აღნიშვნა თითქმის ორი ათეული წლის წინ დაიწყო. ახალციხეში, სახელობითი დღესასწაული პირველად 1995 წელს აღინიშნა. მაშინ ქალაქში სახალხო ზეიმი შემოდგომით, ოქტომბერში იმართებოდა. ეწყობოდა კონცერტები, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით. ზეიმი ახალციხის ცენტრში, მესხეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კულტურის სამსახურის ორგანიზებით ტარდებოდა.

2004 წლიდან, „ახალციხელობის“ დღესაწაულმა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, მუზეუმთან გადაინაცვლა. მაშინდელი პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატისა და გამგეობის კულტურის სამსახურის ინიციატივით, დღესასწაულის აღნიშვნის უცვლელ თარიღად 30 ივნისი, შალვა ახალციხელის ხსენების დღე დადგინდა. ამავე წელს, ღონისძიების დროს, პირველად, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსს მეუფე თეოდორეს ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

„საპატიო მოქალაქის“ სტატუსის მინიჭების ტრადიცია ახალციხეში 2013 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის, ოლეგ სანდროშვილის ინიციატივით აღდგა.

ეს სტატუსი ახალციხეშ უკვე 10 მოქალაქეს აქვს. წელს კიდევ სამ საპატიო მოქალაქეს აირჩევენ. 2016 წლის ახალციხის სამი საპატიო მოქალაქის ვინაობა დღეს, დღის ბოლოს გასაჯაროვდება.

ახალციხის ციხეზე ‘ახალციხელობის’ აღნიშვნა დაიწყო [Photo]

ახალციხის ციხეზე ‘ახალციხელობის’ აღნიშვნა დაიწყო [Photo]

ახალციხის ციხეზე ‘ახალციხელობის’ აღნიშვნა დაიწყო [Photo]

ახალციხის ციხეზე ‘ახალციხელობის’ აღნიშვნა დაიწყო [Photo]

ახალციხის ციხეზე ‘ახალციხელობის’ აღნიშვნა დაიწყო [Photo]

ახალციხის ციხეზე ‘ახალციხელობის’ აღნიშვნა დაიწყო [Photo]

ახალციხის ციხეზე ‘ახალციხელობის’ აღნიშვნა დაიწყო [Photo]

ახალციხის ციხეზე ‘ახალციხელობის’ აღნიშვნა დაიწყო [Photo]

ახალციხის ციხეზე ‘ახალციხელობის’ აღნიშვნა დაიწყო [Photo]


[ნათია გულიაშვილი, სოფო ღვინიაშვილი, მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ახალციხელობის' 21–ე ზეიმი დასრულდა
‘ახალციხელობის’ ისტორია
‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა გაიხსნა
‘ახალციხელობისადმი’ მიძღვნილი ღონისძიებები სრულდება
სამი საპატიო ახალციხელი ექვსი კანდიდატიდან შეარჩიეს
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს