FM97.5 / LIVE

‘ახალციხელობის’ ისტორია

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.06.2016
ახალციხეში „ახალციხელობის“ დღესასწაულს 1995 წლიდან აღნიშნავენ. რას უკავშირდება და საიდან იღებს სათავეს დღესასწაული.

‘ახალციხელობის’ ისტორია

ახალციხეში, სახელობითი დღესასწაული პირველად 1995 წელს აღინიშნა. მაშინ ქალაქში სახალხო ზეიმი შემოდგომით, ოქტომბერში იმართებოდა. ეწყობოდა კონცერტები, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით. ზეიმი ახალციხის ცენტრში, მესხეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კულტურის სამსახურის ორგანიზებით ტარდებოდა.

„დიდი მოწონება ჰქონდა ჩვენს ახალციხელობას, თბილისობის დღესასწაულს არ ჩამოუვარდებოდა“, - ამბობს კულტურის სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი ნათელა იაძე.

2004 წლიდან, „ახალციხელობის“ დღესაწაულმა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მუზეუმთან გადაინაცვლა. მაშინდელი პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატისა და გამგეობის კულტურის სამსახურის ინიციატივით, დღესასწაულის აღნიშვნის უცვლელ თარიღად 30 ივნისი, შალვა ახალციხელის ხსენების დღე დადგინდა. ამავე წელს, ღონისძიების დროს, პირველად, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსს მეუფე თეოდორეს ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ვინ იყო შალვა ახალციხელი

შალვა ახალციხელი XII საუკუნის დასასრულს - თამარის მეფობის პერიოდში მოღვაწეობდა. მემატიანის ცნობით იგი თამარის კარის მანდატურთ უხუცესი და მხედართმთავარი იყო.

შალვა ახალციხელი სამი მეფის: თამარის, ლაშა–გიორგისა და რუსუდანის მეფობის პერიოდში მოღვაწეობდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, მან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის გაძლიერება-განმტკიცების საქმეში. როგორც მხედართმთავარმა მრავალ ბრძოლაში ისახელა თავი. მისი გმირობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შამქორის, ბასიანისა და გარნისის ბრძოლებში.

შალვა ახალციხელისთვის საბედიწერო 1225 წელს, გარნისის ბრძოლა აღმოჩნდა. თუმცა ახალციხელის გმირობა და სახელი ყველაზე მეტად ამ ბრძოლაში გამოიკვეთა. ბრძოლის დროს გარნისის ციხე-სიმაგრესთან მოწინავე ლაშქარს შალვა და ივანე ახალციხელები სარდლობდნენ. სისხლისმღვრელ ბრძოლაში, ძმებს ცხენები დაუხოცეს, შალვა ახალციხელი შეიპყრეს და სულთანს, ჯალალედინს წარუდგინეს.

ჯალალედინმა ქართველი მეომარი ჯერ დიდი პატივით მიიღო, შემდეკ კი ქრისტიანობის დათმობა მოსთხოვა. შალვა ახალციხელმა სარწმუნოების შეცვლაზე უარი განუცხადა. სულთანმა ეს შეურაცხყოფად მიიღო და შალვა ახალციხელის წამება უბრძანა. ამის გარდა, ჯალალედინის განრისხების მიზეზი ისიც იყო, რომ თბილისის ასაღებად წამოსულს შალვა ახალციხელის მიერ თანამემამულეებისთვის გაგზავნილი წერილი მისცეს, სადაც იგი სულთნის ლაშქრობას იტყობინებოდა.

სულთანის ბრძანებით, 1226 წელს, შალვა ახალციხელი, წყლის პირზე ხმლებით აჩეხეს.

2004 წლის 30 ივნისს, ახალციხელების თხოვნით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ შალვა ახალციხელი, ახალციხელთა მფარველ წმინდანად დაადგინა.

გარდა ამისა, შალვა ახალციხელის სახელის უკვდავსაყოფად, გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს ახალციხის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა. ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარიც შენდება.

შეგახსენებთ, 30 ივნისს, ახალციხეში, "ახალციხელობის" აღსანიშნავად ემზადებიან.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ახალციხელობის' 21–ე ზეიმი დასრულდა
დღეს წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღეა
ახალციხეში შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღნიშნეს
30 ივნისი შალვა ახალციხელის ხსენების დღეა
30 ივნისი შალვა ახალციხელის ხსენების დღეა
ახალციხის ციხეზე ‘ახალციხელობის’ აღნიშვნა დაიწყო [Photo]
'ახალციხელობის' აღნიშვნა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში წირვით დაიწყო [Photo]