FM97.5 / LIVE

'ახალციხელობის' 21–ე ზეიმი დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.06.2016
"ახალციხელობის" დღესასწაული, რომელიც ქალაქში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებებით იყო დატვირთული, ფეიერვერკით დასრულდა.

'ახალციხელობის' 21–ე ზეიმი დასრულდა

წელს, ქალაქმა, სახელობითი დღესასწაული 21–ედ იზეიმა; ქალაქს კი კიდევ სამი საპატიო ახალციხელი შეემატა და ახლა ამ სტატუსს 13 მოქალაქე ატარებს, 10 კაცი და 3 ქალი.

შეგახსენებთ, ახალციხეში, სახელობითი დღესასწაული პირველად 1995 წელს აღინიშნა. მაშინ ქალაქში სახალხო ზეიმი შემოდგომით, ოქტომბერში იმართებოდა. ეწყობოდა კონცერტები, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით. ზეიმი ახალციხის ცენტრში, მესხეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კულტურის სამსახურის ორგანიზებით ტარდებოდა.

2004 წლიდან, „ახალციხელობის“ დღესაწაულმა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, მუზეუმთან გადაინაცვლა. მაშინდელი პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატისა და გამგეობის კულტურის სამსახურის ინიციატივით, დღესასწაულის აღნიშვნის უცვლელ თარიღად 30 ივნისი, შალვა ახალციხელის ხსენების დღე დადგინდა.

ამავე წელს, ღონისძიების დროს, პირველად, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსს მეუფე თეოდორეს ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

„საპატიო მოქალაქის“ სტატუსის მინიჭების ტრადიცია ახალციხეში 2013 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის, ოლეგ სანდროშვილის ინიციატივით აღდგა. 2004 წლიდან დღემდე ქალაქს 10 საპატიო ახალციხელი ჰყავს.

აქვე შეგახსენებთ, ახალციხელობის“ აღნიშვნა დღეს 14:00 საათიდან დაიწყო.ციხის ტერიტორიაზე ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი სამკაულები, ახალციხის სამხატვრო სკოლის ნამუშევრები, ფოტოსტუდია S & S–ის ფოტოები და მესხური სამზარეულოს კერძები გამოიფინა. პარალელურად, მიმდინარეობდა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, მოეწყო ველორბოლა. საღამო კი კონცერტებით გაგრძელდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეზე ‘ახალციხელობის’ აღნიშვნა დაიწყო [Photo]
‘ახალციხელობის’ ისტორია
სამი საპატიო ახალციხელი ექვსი კანდიდატიდან შეარჩიეს
ვინ გახდნენ ახალციხის საპატიო ახალციხელები
‘ახალციხელობისადმი’ მიძღვნილი ღონისძიებები სრულდება
კვირის აქცენტი: ‘ახალციხელობა’ და ‘საპატიო ახალციხელები’ [Video]
ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია