FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა გაიხსნა

მთავარისაზოგადოება 30.06.2014
"ახალციხელობის" ფარგლებში, ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა დაიწყო.

ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა გაიხსნა

ადგილობრივებს ახალციხის ქვედა ციხეში სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები აქვთ გამოფენილი: ხალიჩა – ფარდაგები, ქვასა და ხეზე ნაკვეთი ნივთები, თექისა და ბისერების სამკაულები და ა.შ.

გარდა ამისა, ციხეზე გამოფენილია ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთის“ ძველი და ახალი თაობების ფოტოები.

შეგახსენებთ, რომ ანსამბლს დღეს ციხეში ვარსკვლავს გაუხსნიან.

გამოფენა – გაყიდვა „ახალციხელობის“ დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო.

დღესასწაულის ფარგლებში დღესვე დაგეგმილია ახალციხის ქორეოგრაფიული კოლექტივებისა და ფოლკლორული ანსამბლის "მესხეთის" კონცერტი. კონცერტი 17:30 საათზე დაიწყება. 19:00 საათზე თემურ ყვითელაშვილის კონცერტია დაგეგმილი, 19:30–ზე კი საღამო თბილისის მერიის ბიგ-ბენდისა და ცნობილი ქართველი მომღერლების (ბორის ბედია,მარიკო ებრალიძე,მაია ბარათაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ალეკო ბერძენიშვილი, მარიამ პავლიაშვილი,გიორგი სუხიტაშვილი,ზაურ შავგულიძე) მონაწილეობით გაგრძელდება.
დღესვე აირჩევენ ახალციხის საპატიო მოქალაქეებს.

„ახალციხელობა“ 21:00 საათზე ფეიერვერკით დასრულდება.

ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა გაიხსნა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას ნახავს მაყურებელი 'ახალციხელობის' დღესასწაულზე
'ახალციხელობის' ტრადიცია არც წელს დაირღვა
30 ივნისს ახალციხე შალვა ახალციხელის ხსენების დღეს იზეიმებს
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს
'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია
'ახალციხელობის' დღესასწაული ხალხური სიმღერით და ცეკვით გრძელდება
ანსამბლ 'მესხეთს' ვარსკვლავს გაუხსნიან