FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს

მთავარისაზოგადოება 26.05.2015
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა გაიხსნა.

ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს
ახალციხის ქვედა ციხის ტერიტორიაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს და ასევე შეიძინოს ხალხური რეწვის ოსტატების, ადგილობრივი მხატვრების, შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების და ახალციხის დედათა მონასტრის დედების მიერ შესრულებული ნამუშევრები.

გარდა ამისა, ციხეზე გამოფენილია სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯ "ოპიზარის" მოსწავლეების ნამუშევრები. ამავე კოლეჯის სტილისტის კურსების სტუდენტები ნებისმიერ მსურველს ადგილზე უკეთებენ სხვადასხვა ვარცხნილობებს.

"დღეს წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი მზარეულების მიერ დამზადებული ტკბილეული, სამკერვალო ნაწარმი, ხის მხატვრული ნამუშევრები და შემდუღებლების მიერ გაკეთებული სხვადასხვა ნაკეთობები", – ამბობს კოლეჯ "ოპიზარის" დირექტორი ბელა ავალიშვილი.

საკუთარი ნამუშევრები აქვთ გამოფენილი ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებსაც, ამავე სკოლის 30 – მდე მოსწავლე მსურველებს სახეზე სხვადასხვა სახის ნახატებს უკეთებენ.

ასევე საკუთრი ნამუშევრები აქვთ წარმოდგენილი სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტანსაცმლის მხატვრულ – კოსტუმირებისა და ქვის და სხვა მასალათა დეკორატიული დამუშავების პროფესიული პროგრამის სტუდენტებს.

ახალციხის ციხეზე უკვე გაიხსნა ღვინის ფესტივალი, რომელსაც "მესხური ბრენდი" აწყობს.

"წარმოდგენილი გვაქვს ადგილობრივი ნატურალური ორი სახეობის მესხური ღვინო. ახალი ქვევრის ღვინო "მესხური მწვანე" და "მესხური საფერი", რომლებსაც 2008 წლიდან ვაწარმოებთ. ასევე გვაქვს თუთის, შინდის, ჭანჭურის და ჭაჭის ნატურალური არყები. ყველას შეუძლია, რომ დააგემოვნოს ჩვენი პროდუქცია და სურვილის შემთხვევაში შეიძინოს", – ამბობს "მესხური ბრენდის" მეპატრონე გიორგი ნათენაძე.

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე იმყოფებიან ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კოპაძე, მერიის კულტურის სამსახურისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები.

"დღევანდელი დღე არის თავისუფლების კიდევ ერთხელ მოპოვების დღე, რომელიც ჩვენ, ქართველებს ბევრი გვაქვს. მე მინდა, რომ რაბათის ციხიდან მთელს საქართველოს მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე", – ამბობს გიორგი კოპაძე.

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე უკვე დასრულდა თოჯინების თეატრის წარმოდგენა, შეჯიბრი მკლავჭიდში, ჭიდაობაში და ჭადრაკში.

16:30 საათზე ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი დაიწყება. რის შემდეგაც გალა კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ კახაბერი და ხანუმები, ჯემალ სეფიაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, ბორის ბედია, ბესიკ კალანდაძე, ირმა სოხაძე, ენრიკო ჯანელიძე და ჯგუფი – „თბილისური კვარტეტი“.

ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეზე ადგილობრივი ანსამბლები კონცერტს მართავენ
ახალციხეში ნახატები  და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოფინეს
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან
ახალციხეში მაღაზია ”მესხური ბრენდი” გაიხსნა
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა გაიხსნა
ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა ახალციხის ციხეზე [ფოტო]
26 მაისს ახალციხეში გალა კონცერტი გაიმართება