FM97.5 / LIVE

ახალციხის თემის ბიუჯეტს 350 000 ლარი დაემატა, თანხა ვალეს საბავშვო ბაღს მოხმარდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.04.2017
ახალციხის თემის თვითმმართველობამ, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 350 000 ლარი მიიღო. თანხა ვალის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას მოხმარდება. საკითხზე დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.

ახალციხის თემის ბიუჯეტს 350 000 ლარი დაემატა, თანხა ვალეს საბავშვო ბაღს მოხმარდება

ახალციხის თემის მიმდინარე წლის ბიუჯეტში მეოთხე ცვლილება შევიდა. ამ დრომდე არსებულ თანხას 350 000 ლარი დაემატა, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის, #693–ე განკარულების საფუძველზე გამოიყო. გაზრდილი ბიუჯეტი, დღეს, 19 აპრილს, საკრებულოს სხოდმაზე დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ფონდიდან გამოყოფილი თანხა მთლიანად ვალის #1 საბავშვო ბაგა–ბაღის რეაბილიტაციას მოხმარდება.

„დიდი ბაღია ძალიან და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად მოითხოვს, რომ თანხა ბოლომდე დაიხარჯოს. გარდა ამისა, 80 000 ლარს ჩვენ საკუთარი სახსრებით ვამატებთ“, – განმარტა ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გელა ლომიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, თანხა მხოლოდ ვალის ბაღისთვის გამოიყო.

დღესვე, სხდომაზე დეპუტატებმა კიდევ ერთი საკითხი – თემის 2017 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. გელა ლომიძის თქმით, ამ დროისათვის, შესრულება დაბალია, თუმცა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, შემოსულობების შესრულება 8–9%–ით მეტია.

„შემოსულობები შესრულებულია სხვა შემოსავლების ხარჯზე – მოსაკრებლების, წიაღის შემოსავლი, ბუნებრივი რესურსების – 32%–იანი შესრულება გვაქვს. ძირითადად, მეორე კვარტალში ხდება გადასახადების გადახდა, აქედან გამომდინარე ახლა შესრულება დაბალია. მეორე კვარტალში უფრო სრული იქნება“, – განმარტა გელა ლომიძემ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის ბიუჯეტი, ნაშთის ხარჯზე, 2.390.000 ლარით გაიზარდა
‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა ახალციხის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს
ახალციხის ლიკვიდირებული მუნიციპალიტეტების ნაშთი 7 409 300 ლარია
თვითმმართველი თემის ახალციხის ბიუჯეტში მერვედ შევიდა ცვლილებები
ახალციხის თემის ბიუჯეტში მეხუთე ცვლილება შევიდა
რეგფონდიდან ახალციხეს 262 502 ლარი დაემატა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა