FM97.5 / LIVE

205 ათასი ლარი ბორჯომის გამგეობაში ინვენტარის შესაძენად

მთავარიეკონომიკა 19.07.2012
ბორჯომის ადმინისტრაციული შენობისთვის ინვენტარის შესაძენად 205 ათასი ლარი გამოიყო. ამავე დროს, ოპოზიციური პარტიების წევრთა განცხადებით, საგრძნობლად შემცირდა სოციალური პაკეტის ოდენობა ადგილობრივ ბიუჯეტში

205 ათასი ლარი ბორჯომის გამგეობაში ინვენტარის შესაძენად

ბორჯომის ადმინისტრაციული შენობა, დაახლოებით 8 დღეა, რაც ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე გადავიდა. მანამდე მას რუსთაველის მოედანზე, 5,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშლილი, ათსართულიანი შენობა ეკავა, რომელიც ინვესტორს გადაეცა და ახლა აქ სასტუმრო კეთდება.

ახალგარემონტებულ შენობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულო, სუბსიდიების სააგენტო, განათლების რესურცენტრი და სამხედრო გაწვევის სამსახური განთავსდა. ახალ შენობაში, რომელსაც 1,500 კვადრატული მეტრი უკავია, ინვენტარის შესაძენად 205 ათასი ლარი გაიწერა.

- ”30-35 წლის განმავლობაში და არც ახლა მეორე მოწვევის მუნიციპალიტეტში, ახალი არაფერი შეძენილა. ამიტომ ინვენტარი ძალიან მოძველებული იყო და განახლებას საჭიროებდა. საკრებულომ მიიღო შესაბამისი დადგენილება და ტენდერიც გამოცხადდა”, - გვიხსნის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათელა გოგოლაძე.

მისივე თქმით, ძველი ინვენტარის დიდი ნაწილი გასანადგურებელია, ის კი რისი გამოყენებაც შეიძლება, ბორჯომის საბავშვო ბაღებს და სამუსიკო სკოლას გადაეცემა.

ბორჯომის მუნიციპლიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”წარმომადგენელი ბესიკ ფოფხაძე ინვენტარის შესაძენად გამოყოფილი თანხის რაოდენობას აპროტესტებს: ”წლების განმავლობაში ბორჯომის ბიუჯეტში სოციალური პაკეტი მცირდება და დღეს მინიმუმამდეა დასული. თუ ადამიანი ძალიან გაჭირვებული არ არის და მისი სოციალური მდგომარეობა 70 ათას ქულაზე ქვემოთ არაა, მას არ დაეხმარებიან. ანუ, ასეთი ადამიანები სახელმწიფო მხრიდან უგლებელყოფილნი არიან”.

ამდენად, ფოფხაძის თქმით, ის რომ გამგეობის შენობაში ინვენტარის შეძენისათვის 205 ათასი ლარი გამოიყო, გასაკვირი არაა.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
ბორჯომის საკრებულომ ‘საგანგებო ბიუჯეტიდან’ 10 000 ლარამდე გახარჯა
ახალციხის თემის ბიუჯეტში მეხუთე ცვლილება შევიდა
ბორჯომში ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში მუზეუმი განთავსდება
ბორჯომის ბიუჯეტის პროექტი 17 მლნ ლარზე მეტია
ახალციხის ბაღებს ახალი ინვენტარი გადასცეს
ბორჯომის საკრებულო მერიას ბიუჯეტში ცვლილებებს არ უმტკიცებს