FM97.5 / LIVE

მუზეუმის სამეცნიერო ფონდისთვის ერთი წელია თაროებს ამზადებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.06.2016
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ექსპონატების ნაწილი ისევ უნივერსიტეტშია გამოკეტილი, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდი კი „ახალციხის ციხეზე“ გადაიტანეს.

მუზეუმის სამეცნიერო ფონდისთვის ერთი წელია თაროებს ამზადებენ

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის სამეცნიერო ფონდი, სამი წლის შემდეგ, „ახალციხის ციხეზე, „პუმას“ ყოფილი მაღაზიის შენობაში გადაიტანეს. აქ ამ დროისთვის ნაბეჭდი ფორმით სულ 16 492 ეგზემპლარია განთავსებული, აქედან 11 600 ქართულია, 4 832 კი უცხოური ; რაც შეეხება საერთო წიგნად ფონდს, მისი ოდენობა 11 516 ერთეულია.

„ფონდი გადმოვიტანეთ, თუმცა ჯერ თაროები, რომლებზეც უნდა განვათავსოთ, არ ჩამოგვსვლია. იქ სიგნალიზაციია გაკეთებული, სათანადოდაა დაცული და ჩვენი თანამშრომლის გარდა, სხვას შესვლის უფლება არ აქვს“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის ისტორიის რეგიონული მუზეუმის მენეჯერი ციური ლაფაჩი.

შესაბამის თაროებს მუზეუმში ერთი წელია ელოდებიან. შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ამ ხნის განმვლობაში მათი დამზადება, ლაფაჩი გვპასუხობს: „სახელმწიფოს არ აქვს იმდენი საშუალება, რომ რასაც ვითხოვთ სხვადასხვა რეგიონებიდან ყველა, მაშინვე დააკმაყოფილოს. რეორგანიზაცია ყველგან მოხდა და ბუნებრივია ყველაფერს ვერ დააფინანსებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში მიზეზი ეს არ არის. თაროებზე მოთხოვნა გაგზავნილია საზღვარგარეთ და როგორც კი ქარხანაში ჩვენი რიგი დადგება, დაამზადებენ და გამოგზავნიან“.

სამეცნიერო ფონდისგან განსხვავებით, მუზეუმის ისტორიული და ეთნოგრაფიული ექსპონატები ჯერ ისევ უნივერსიტეტის მეორე კორპუსში რჩება.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ექსპონატები და სამეცნიერო ბიბლიოთეკა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარდაფში 2012 წლის აგვისტოში ჩაიტანეს, მას შემდეგ, რაც რაბათში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ახალციხის ციხის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ექსპონატების ნაწილი განახლებულ მუზეუმში აიტანეს და ვიტრინებში განათავსეს. ნაწილი კი ისევ სარდაფში დარჩა. იქ არსებული ფონდის ციხის ტერიტორიაზე განსათავსებლად „პუმას“ ყოფილი მაღაზია 2013 წელს გამოიყო. როდემდე შეიძლება იყო ექსპონატების ნაწილი სარდაფში, ჯერ უცნობია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სარდაფში გამოკეტილი მუზეუმის ფონდი 'ახალციხის ციხეზე' ჯერ არ გადაუტანიათ
სარდაფში გამოკეტილ მუზეუმის ფონდს ახალციხის ციხეზე გადაიტანენ
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდს, რომელიც 5 წელია სარდაფშია გამოკეტილი, დარბაზში გადაიტანენ
საცავის ნაცვლად სარდაფში – ექსპონატების ხუთწლიანი ‘ტყვეობა’
ხელისუფლება უნიკალური ფონდის გადასარჩენად არაფერს გეგმავს
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ფონდსაცავისთვის პროექტი მზადდება
კვირის აქცენტი: სარდაფში გამოკეტილი ისტორია [Video]