FM97.5 / LIVE

ხელისუფლება უნიკალური ფონდის გადასარჩენად არაფერს გეგმავს

მთავარიგანათლება, საზოგადოება 03.07.2015
სახელისუფლებო უწყებებს სარდაფში გამოკეტილი მუზეუმის ექსპონატებისა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდის გადასარჩენად არანაირი გეგმა არ აქვთ.

ხელისუფლება უნიკალური ფონდის გადასარჩენად არაფერს გეგმავს

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის იმ ექსპონატების ნაწილისა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდისთვის, რომლებიც უნივერსიტეტის მეორე კორუპუსის სარდაფში მესამე წელია გამოკეტილია, ხელისუფლება არაფერს გეგმავს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ექსპონატებსა და სამეცნიერო ფონდზე კულტურის სამინისტრომ უნდა იზრუნოს.
„ადგილობრივი ბიუჯეტით საცავის აშენებას ნამდვილად ვერ შევძლებთ. ამაზე კულტურის სამინისტრომ უნდა იზრუნოს“, – აცხადებს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი.

ფონდსაცავის მშენებლობა, ასევე, სარდაფში დარჩენილი ექსპონატების უსაფრთხოდ განთავსება რომ კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა, ამაზე „სამხრეთის კარიბჭეს“ ყოველკვირეულ გადაცემაში „კვირის აქცენტი“ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ცირა მესხიშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გელა დემეტრაძეც საუბრობენ. მათი განცხადებით, როგორი დაცულიც არ უნდა იყოს იქ ფონდები და ექსპონატები, ასე გამოკეტილი და ტომრებში ჩაწყობილი დროთა განმავლობაში მაინც გაფუჭდება.

მიუხედავად იმისა, რომ უნიკალური ფონდის საცავში გამოკეტვიდან მესამე წელი გავიდა, კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რაიმე პროექტი ან გეგმა არ არსებობს.

„ექსპონატებს საფრთხე არ ემუქრება, სამეცნიერო ლიტერატურა კი განათლების სამინისტროს კომპეტენციაა“, – განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“ კულტურის სამინისტროში.

განათლების სამინისტროდან ეროვნულ მუზეუმში გადაგვამისამართეს და გვითხრეს, რომ მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდი მათ არ ეკუთვნით.

ეროვნულ მუზეუმს კი ამ ეტაპზე სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდის მხოლოდ ნაწილის, „ციხის ტერიტორიაზე“, „პუმას“ მაღაზიის ყოფილს შენობაში დროებით გადმოტანის გარდა, სხვა გეგმა შემუშავებული არ აქვს. თუმცა, მას შემდეგ რაც ფონდის ნაწილის „პუმას“ მაღაზიის შენობაში გადატანა გადაწყვიტეს, წელიწადზე მეტი გავიდა და ამ დრომდე თაროები, რომლებზეც ფონდები უნდა განათავსონ, ჯერ კიდევ არ დაუმზადებიათ.

უცნობია, რამდენ ხანს დარჩება სარდაფში უნიკალური ფონდის ის ნაწილი, რომელსაც სიმრავლის გამო „პუმას“ მაღაზიის ყოფილი შენობა დროებითაც კი ვერ დაიტევს: ბიბლიოთეკის ნაბეჭდი ფონდი 16 492 ეგზემპლარია, აქედან ქართულია 11 600, უცხოური – 4 832; საერთო წიგნადი ფონდი კი 11 516 ერთეულია.

შეგახსენებთ, სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ექსპონატების ნაწილი და სამეცნიერო ბიბლიოთეკა მესამე წელია უნივერსიტეტის სარდაფშია გამოკეტილი; „ახალციხის ციხის“ რესტავრაციის შემდეგ ციხეზე მათ დასაბრუნებალდ ადგილი არ გამოინახა. სამცხე–ჯავახეთის ისტორიის რეგიონული მუზეუმის მენეჯერის ციური ლაფაჩის განცხადებით, რაბათში ფონდსაცავის მშენებლობა სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში რეგიონების განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობისას დაიგეგმა და ეს განხორციელდება კიდეც. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია გუბერნიაში არ დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ფონდსაცავის მშენებლობა დასაფინანსებლად გაწერილი პროექტების სიაში ვერ მოხვდა და აქცენტი სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სარდაფში გამოკეტილი მუზეუმის ფონდი 'ახალციხის ციხეზე' ჯერ არ გადაუტანიათ
კვირის აქცენტი: სარდაფში გამოკეტილი ისტორია [Video]
მუზეუმის სამეცნიერო ფონდისთვის ერთი წელია თაროებს ამზადებენ
საცავის ნაცვლად სარდაფში – ექსპონატების ხუთწლიანი ‘ტყვეობა’
სარდაფში გამოკეტილ მუზეუმის ფონდს ახალციხის ციხეზე გადაიტანენ
უნიკალური ფონდი უნივერსიტეტის სარდაფში[Video]
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდს, რომელიც 5 წელია სარდაფშია გამოკეტილი, დარბაზში გადაიტანენ