FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ფონდსაცავისთვის პროექტი მზადდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 12.07.2018
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ფონდსაცავისთვის პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყეს, თუმცა მშენებლობისთვის ჯერ თანხა მოძიებული არ აქვთ.

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ფონდსაცავისთვის პროექტი მზადდება

ამის შესახებ ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ახალი საგამოფენო სივრცის გახსნაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ის ექსპონატები, რომლებიც წლებია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ინახება, ახალ საცავში განთავსდება.

„ამ წუთში უნივერსიტეტში რაც კი მუზეუმის ექსპონატებია, პერიოდულად ციხის ტერიტორიაზე გადმოაქვთ. ახალი საცავის აშენების შემდეგ კი ყველა იქ განთავსდება. ეს საცავი იქნება სერიოზული ფუნდამენტური კვლევითი ცენტრი, ასევე, ძალიან მომხიბლავი იქნება სანახავადაც, ის მიიღებს ახალ აღმოჩენებსაც. ახალციხე ყოველთვის იყო კულტურულ–საგანმანათლებო ცენტრი და ამიტომ ძლიან მნიშვნელოვანი იქნება აქ სამეცნიერო ფუნქციების დამატება“, – ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

ახალციხის ციხის მიმდებარედ, სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საფონდო შენობის მშენებლობისთვის ახალციხის მერიამ ადგილი უკვე გამოყო: "როგორც ვიცი პროექტი ვიზუალურად უკვე შეთანხმდა და მალე დასრულდება საპროექტო სამუშაოები", – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმისთვის ფონდსაცავის აშენების საკითხი დღის წესრიგში ექვსი წლის წინ, მაშინ დადგა, როცა „ახალციხის ციხის“ რეაბილიტაცია დასრულდა. მაშინ აღდგენილ ციხეზე განთავსებულ მუზეუმში ყველა ექსპონატის მოთავსება ვერ მოხერხდა, ამიტომ მისი დიდი ნაწილი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სარდაფში დაალაგეს და დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ისტორიულ ფონდს საცავი სჭირდებოდა.

მას შემდეგ საცავის აშენება ვერა, თუმცა უნივერსიტეტის სარდაფიდან ციხის ტერიტორიაზე ფონდის ორ ნაწილად გადატანა შეძლეს. ციხის რეაბილიტაციიდან, სამი წლის შემდეგ, მუზეუმის სამეცნიერო ფონდი „პუმას“ ყოფილი მაღაზიის შენობაში გადაიტანეს. აქ ამ დროისთვის ნაბეჭდი ფორმით სულ 16 492 ეგზემპლარია განთავსებული, აქედან 11 600 ქართულია, 4 832 კი უცხოური; რაც შეეხება საერთო წიგნად ფონდს, მისი ოდენობა 11 516 ერთეულია.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საცავის ნაცვლად სარდაფში – ექსპონატების ხუთწლიანი ‘ტყვეობა’
მუზეუმის სამეცნიერო ფონდისთვის ერთი წელია თაროებს ამზადებენ
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდს, რომელიც 5 წელია სარდაფშია გამოკეტილი, დარბაზში გადაიტანენ
სარდაფში გამოკეტილი მუზეუმის ფონდი 'ახალციხის ციხეზე' ჯერ არ გადაუტანიათ
სარდაფში გამოკეტილ მუზეუმის ფონდს ახალციხის ციხეზე გადაიტანენ
ხელისუფლება უნიკალური ფონდის გადასარჩენად არაფერს გეგმავს
რა ბედი ეწევა ივანე ჯავახიშვილის ბიუსტს?