FM97.5 / LIVE

წყალდიდობა ვარხანში: დატბორილია 25–მდე სახლი, დანგრეულია 3 საქონლის სადგომი

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.05.2016
დღეს, 29 მაისს, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიგენში ყველაზე მეტად სოფელი ვარხანი დაზარალდა, – დაიტბორა 25 სახლი, დაინგრა 3 საქონლის სადგომი და დაიხოცა შინაური ცხოველი და ფრინველი;

წყალდიდობა ვარხანში: დატბორილია 25–მდე სახლი, დანგრეულია 3 საქონლის სადგომი

ადგილობრივების ინფორმაციით, მოვარდნილმა წყალმა ჯერ დაანგრია და შემდეგ წაიღო ვარხანში მცხოვრები მსხვილიძეების სახლის კედელი. დატბორილ სახლებში დაზიანებულია ავეჯი, სარდაფებში განადგურდა პროდუქტი.

ასევე, წყალმა წაიღო საქონლის სამი სადგომი. მოსახლეობამ ამ სადგომებში მყოფი შინაური ცხოველისა და ფრინველის გადარჩენა ვერ შეძლო. წყალმა წაიღო დახოცილი შინაური ცხოველებისა და ფრინველების ნაწილიც.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის გრეიდერი ამ წუთებში სოფლის გზაზე ჩამოტანილ შლამს წმენს. ზარალს ითვლის გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია.

შსს–ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები დატბორილი სახლებიდან და სარდაფებიდან წყალს ტუმბავენ.

შეგახსენებთ, დღეს 29 მაისს, ძლიერმა წვიმამ დააზარალა ადიგენის სოფლები: აბასთუმანი, ვარხანი, უნწა, ქიქინეთი, წახანი და ბენარა.
შედარებით ნაკლებად, თუმცა, წვიმამ დააზარალა არალი და უდეც. ადიდებულმა მდინარე ოცხემ და ღელეებმა, დატბორა გზები, სახნავ–სათესი ფართობები და საცხოვრებელი სახლები. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. შსს–ს ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად არავინ დაშავებულა.

[ლუბა გიორგაძე, თამუნა უჩიძე ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს: წყალდიდობის შედეგად ადიგენში არავინ დაშავებულა
ვარხანში მცხოვრები მსხვილიძეები გამგეობის დახმარებას ელიან
წყალდიდობა ადიგენში
წყალდიდობა ადიგენში – დატბორილია სახლები, გზები და ნათესები [PHOTO]
სოფელ ვარხანში  წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [PHOTO]
ადიგენში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია
სტიქიამ ადიგენი 153 324 ლარით აზარალა