FM97.5 / LIVE

სოფელ ვარხანში წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [PHOTO]

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 29.05.2016
ბოლო რამდენიმე საათია, სოფელ ვარხანში სამაშველო სამსახური მუშაობს. პირველადი ინფორმაციით, დატბორილია 25–მდე სახლი, დახოცილია ათობით ქათამი და წიწილა. დამხრჩვალია შინაური პირუტყვი. ერთ ოჯახს კი საცხოვრებლის კედელი დაენგრა.

სოფელ ვარხანში  წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [PHOTO]

სოფელ ვარხანში მცხოვრები მსხვილიძეები ამბობენ, რომ სტიქიას შემთხვევით გადაურჩნენ. წვიმის გამო მათ სახლს კედელი მოენგრა.
„საძინებელი ოთახია, კიდევ კარგი, წვიმის დროს აქ არ აღმოვჩნდით, თორემ ვიღაცას მოიყოლებდა“, - გვეუბნება სულხან მსხვილიძე.

მონგრეულმა კედელმა მსხვილიძეებს იმ ოთახში მდგარი ავეჯიც დაუზიანა.

სოფელ ვარხანში  წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [PHOTO]

მსხვილიძეების ოჯახს მოვარდნილმა წყალმა შინაური ფრინველი და პირუტყვიც მოსტაცა და მთლიანად დაუტბორა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები: „70-მდე ქათამი წყალმა წაიღო. ხესთან ძროხა და ხბო მყავდა მიბმული, ვერც ისინი გადავარჩინეთ“.

სოფელ ვარხანში  წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [PHOTO] დღეს სოფელ ვარხანში წყალმა ათობით სახლი დატბორა. მოვარდნილმა ნიაღვარმა ორი საქონლის სადგომიც დაანგრია.


სტიქიისაგან მთლიანად დაიტბორა ბიჩახჩიანების სახოვრებლის სარდაფი და პირველი სართული.

„აქედან არაფერი გადარჩება, არ ვიცი რა გვეშელება“, - ამბობს მარინა ბიჩახჩიანი.


სოფელ ვარხანში  წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [PHOTO]

სოფელ ვარხანში  წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [PHOTO]

საცხოვრებელი სახლებიდან და სარდაფებიდან წყალს შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ტუმბავდნენ.

სოფელ ვარხანში  წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [PHOTO]

„ორ საათზე მეტია აქ ვმუშაობთ, ალბათ 20-ზე მეტი სახლიდან ამოვტუმბეთ წყალი, რამდენიმე პირუტყვიც გადავარჩინეთ წყლისგან, მაგრამ, ყველა ვერა“, – გვითხრეს მაშველებმა.


სოფელ ვარხანში  წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [PHOTO] ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე ათეული წელია მსგავსი სტიქია არ ახსოვთ: „ბოლოს ასეთი წყალდიდობა, სახლებში რომ შემოგვივარდა და პირუტყვიც მოგვტაცა, 1947 წელს იყო“.

ნათესების, საქონლის სადგომებისა და საცხოვრებელი სახლების გარდა, დაზიანებულია ღობეები. ნაშალი მასალისგან დაზიანდა ცენტრალური გზა.

სოფელ ვარხანში  წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [PHOTO]

ვარხნის მსგავსად დღეს სტიქიამ ადიგენში 9 სოფელი დააზარალა. სტიქიის ზონაში უკვე მუშაობს გამგეობაში სპეციალურად შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის განმარტებით, სტიქიისაგან ყველაზე დიდი ზარალი სოფელმა ვარხანმა მიიღო: „სხვა სოფლებში, სადაც სტიქია იყო, ძირითადად ნათესებია დაზიანებული. მარტო ვარხანია, სადაც წყალმა სახლებიც დატბორა“.
გამგებელი ამბობს, რომ კომისია ზარალს რამდენიმე დღეში შეისწავლის.

სოფელ ვარხანში  წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [PHOTO]

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წყალდიდობა ვარხანში: დატბორილია 25–მდე სახლი, დანგრეულია 3 საქონლის სადგომი
ადიგენში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია
ვარხანში მცხოვრები მსხვილიძეები გამგეობის დახმარებას ელიან
სტიქიამ ადიგენი 153 324 ლარით აზარალა
ადიგენში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან
ადიგენის სოფლებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
შსს: წყალდიდობის შედეგად ადიგენში არავინ დაშავებულა