FM97.5 / LIVE

ვარხანში მცხოვრები მსხვილიძეები გამგეობის დახმარებას ელიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.06.2016
სოფელ ვარხანში წყალდიდობისგან მონგრეული სახლის კედელი მსხვილიძეებმა თავად აღადგინეს და ახლა დახმარებას თვითმმართველობიდან ელოდებიან.

ვარხანში მცხოვრები მსხვილიძეები გამგეობის დახმარებას ელიან

სულხან მსხვილიძემ, რომელსაც წყალდიდობამ სახლი დაუზიანა, ჩამოშლილი კედელი უკვე ამოაშენა. 29 მაისს მის ეზოსა და სახლში შევარდნილმა წყალმა ჯერ ძირი გამოაცალა სახლის ნაწილს, შემდეგ კი კედელი გადმოანგრია.

„ეზოში ორი მანქანა ხრეში, 10 „პაჩკა“ ცემენტი და 24 ცალი გიბსოკარდონი მქონდა, სახლის შეკეთებას ვაპირებდი, ისიც სულ წყალმა წაიღო“, – ამბობს მსხვილიძე.

მისი თქმით, სახლში დაგუბებული წყალი მაშველებმა ამოტუმბეს. სამშენებლო მასალებიდან კი ვერაფერი გადაარჩინა: „ისევ თავიდან ვიყიდე ყველაფერი და მონგრეული ნაწილიც ამოვაშენე. დიდი ზარალი ვნახე, მპირდებიან თვითმმართველობიდან დაგეხმარებითო და ველოდები“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 29 მაისს სტიქიისგან მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია ამ დრომდე ითვლის. როგორც გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი ამბობს, ვიდრე ზარალს არ დაითვლიან, შეუძლებელია განსაზღვრონ ვის რითი დაეხმარებიან: „არ ვიცით მსხვილიძეს დავეხმარებით თუ არა“.

შეგახსენებთ, 29 მაისს, ძლიერმა წვიმამ დააზარალა ადიგენის სოფლები: აბასთუმანი, ვარხანი, უნწა, ქიქინეთი, წახანი და ბენარა.
შედარებით ნაკლებად, თუმცა, წვიმამ დააზარალა არალი და უდეც. ადიდებულმა მდინარე ოცხემ და ღელეებმა,დატბორა გზები, სახნავ–სათესი ფართობები და საცხოვრებელი სახლები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვარხანში მცხოვრები მსხვილიძეები გამგეობის დახმარებას ელიან

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წყალდიდობა ვარხანში: დატბორილია 25–მდე სახლი, დანგრეულია 3 საქონლის სადგომი
შსს: წყალდიდობის შედეგად ადიგენში არავინ დაშავებულა
წყალდიდობა ადიგენში – დატბორილია სახლები, გზები და ნათესები [PHOTO]
წყალდიდობა ადიგენში
ადიგენში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია
სოფელ ვარხანში  წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [PHOTO]
ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ადგენენ