FM97.5 / LIVE

მოსახლეობა პოლიკლინიკის აღდგენას ითხოვს

მთავარი 24.12.2012
რაიონული პოლიკლინიკის გამოყოფასა და ქალაქის ცენტრში დაბრუნების მოთხოვნით მოსახლეობამ 2 000-მდე ხელმოწერა შეაგროვა, რომელიც ჯანდაცვის სამინიტროს გადაეგზავნა. აღნიშნული მოთხოვნით მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის ახალ გამგებელსაც მიმართეს

მოსახლეობა პოლიკლინიკის აღდგენას ითხოვს

ხელმოწერებს ნინო ჩოგოვაძეც აგროვებდა. ამბობს, რომ პატარა ბავშვით საავადმყოფოში ასვლა უჭირს და ამიტომ, ხელმოწერების შეგროვება საკუთარი სურვილითა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვიტა.

”ხელმოწერებს როცა ვაგროვებდი, განაცხადში ასე ეწერა, რომ პოლიკლინიკის ზემოთ გადატანის გამო მოსახლეობას იქ ასვლა უჭირს, ხალხი კი ამბობდა, რომ ეს ცოტაა, ჩვენ დავამატებთ როგორ გვიჭირსო, თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ. ამიტომ, ეს, პირველ რიგში, მოსახლეობის იდეაა“, - ამბობს ჩოგოვაძე და ამატებს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ხანდაზმულებინ აღმოჩნდნენ. საავადმყოფოში ტაქსით ასვლა ყველას არ შეუძლია, საქალაქო ტრანსპორტი კი მოსახერხებელი არაა. ამასთანავე, მათ რიგში უწევთ დგომა და დამაბნეველია სად რა განყოფილებაა.

”სამოცდაათი წლის მოხუცი ვარ, ყოველ დღე პოლიკლინიკაში ვიყავი. მარტო მე კი არა, სახლში ბავშვი გვყავს და ექიმი სულ გვჭირდება. ყოველ კვირას მიწევს ამოსვლა საავადმყოფოში, ხან ”საქალაქოთი” დავდივარ და ხან კიდევ, როცა მეჩქარება და ცუდად ვარ, ტაქსით, სხვა გზა არ მაქვს”, - ამბობს ლუიზა ზედგინიძე.

მოსახლეობა ითხოვს, რომ პოლიკლინიკა საავადმყოფოს ისევ ცალკე გამოეყოს და ქალაქის ცენტრში განთავსდეს.

„მართალია ეს ხალხი მოთხოვნა იყო, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა გაუკეთოს ორგანიზება?! ადგილობრივების თხოვნით ლილი კაკოშვილს დაველაპარაკეთ, მასაც მოეწონა ეს აზრი და ორგანიზება გაუკეთა“, - ამბობს ნინო ჩოგოვაძე.

ლილი კაკოშვილი წლების განმავლობაში ახალციხის რაიონულ პოლიკლინიკას ხელმძღვანელობდა. „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარის გაკეთებას მოერიდა, იმის გამო, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაციისგან აკრძალული აქვს. თუმცა, პირად საუბარში აღნიშნა, რომ ხელმოწერების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.

მოსახლეობის თქმით, ხელმოწერები ჯანდაცვის სამინისტროში გაიგზავნა. აღნიშნული საკითხით ჯანდაცვის სამინისტროს ”სამხრეთის კარიბჭემ” ერთი თვის წინ მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

საავადმყოფოს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პოლიკლინიკის ცალკე გამოყოფასა და ქალაქის ცენტრში გადმოტანაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ: ”ამაზე ჩვენ ვერ გიპასუხებთ, ეს ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ჰკითხოთ“.

„უნიმედი სამცხე“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულების მენეჯერი დავით მაისურაძე ამბობს, რომ მოსახლეობის ინიციატივის შესახებ სმენია, თუმცა რამდენად რეალურია. რომ პოლიკლინიკა საავადმყოფოს გამოეყოს, ეს მის კომპეტენციას ცდება: ”მეც თქვენსავით გავიგე, რომ პოლიკლინიკის დაბრუნებასთან დაკავშირებით ხელმოწერები გროვდებოდა. სხვა არაფერი ვიცი“.

მოსახლეობამ იდეა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელსაც გააცნო. ”უნიმედი-სამცხედან” გათავისუფლებულ ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ბესიკ ხითარიშვილმა განმარტა, რომ პირველ ეტაპზე გასარკვევია მართლა გაუქმდა თუ არა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეს ადამიანები მუშაობდნენ. საუბარია სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც 0-დან 6 წლამდე ბავშვებისა და 60-წელს ზემოთ ასაკის ადამიანების მომსახურებას ითვალისწინებდა.

”გვაქვს რაღაც სამომავლო გეგმები იმასთან დაკავშირებით, რომ ისევ ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მოვძებნოთ ალტერნატიული ფართი, სადაც განთავსდება ახალციხის პოლიკლინიკა”, - განმარტავს ბესიკ ხითარიშვილი.
მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება შეეცდება გაარკვიოს მოქმედებს თუ არა ისევ აღნიშნული პროგრამა.

”თუ ეს პროგრამა მოქმედებს, შესაბამისად ალბათ ეს ხალხიც დასაქმდება. ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვამბობ. მაგრამ ის, რომ პოლიკლინიკის შენობა გადმოვიდეს ქალაქის ტერიტორიაზე, გეგმაში გვაქვს და ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს”, - განაცხადა ხითარიშვილმა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გათავისუფლებულმა ექიმებმა გამგებელს მიმართეს
დაზღვევის ანაბარად მიტოვებული პაციენტები
გათავისუფლებული ექიმები ჩივილს აპირებენ
ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე
ბესიკ ხითარიშვილი: მოსახლეობის ალბათ 90 პროცენტი დაუსაქმებელია
ახალციხის საავადმყოფოდან მედპერსონალი გაათავისუფლეს [Video]
ახალციხის ცენტრში "დრო გაჩერდა"