FM97.5 / LIVE

გათავისუფლებულმა ექიმებმა გამგებელს მიმართეს

მთავარი 13.12.2012
”უნიმედი-სამცხე” ახალციხის სამედიცინო დაწესებულებიდან გათავისუფლებულმა მედ-პერსონალმა დახმარებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართა

გათავისუფლებულმა ექიმებმა გამგებელს მიმართეს
სამედიცინო დაწესებულებიდან გათავისუფლებულმა უბნის ექიმებმა და ექთნებმა ბესიკ ხითარიშვილს სავადმყოფოში მიმდინარე მოვლენები გააცნეს და დახმარება სთხოვეს.

- ”მივმართეთ გამგებელს და ძალიან დიდი იმდებით გამოგვიშვა. გვირჩია მივსულიყავით მის მოადგილესთან, ავთანდილ თელიაშვილთან, რომელმაც მითითება მოგვცა თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ”, - ამბობს ნაზი პონიატოვსკი, რომელიც ”უნიმედი სამცხეს” ახალციხის სამედიცინო დაწესებულებიდან 30 ნოემბერს გაათავისუფლეს.

გათავისუფლებული ექიმები საჩივრის შეტანას სასამრთლოშიც აპირებენ.

”გამგებელი დაგვპირდა, ყველანაირად ვეცდებით პოლიკლინიკა გამოეყოს და ქალაქში დაბრუნდესო. თუ ასე მოხდა, მე მგონი ყველა თანამშრომელი აღდგება. გავიგებთ, მართლა გაუქმდა თუ არა ჩვენი პროგრამა და ამ მიმართულებითაც გავაგრძელებთ ბრძოლას”, - ამბობს ნაზი პონიატოვსკი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ხითარიშვილის თქმით, პირველ ეტაპზე გასარკვევია მართლა გაუქმდა თუ არა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეს ადამიანები მუშაობდნენ. საუბარია სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც 0-დან 6 წლამდე ბავშვებისა და 60-წელს ზემოთ ასაკის ადამიანების მომსახურებას ითვალისწინებდა.

”არც პოლიკლინიკის შენობა აღარ იყო და ეს ხალხი ჰაერში დარჩა. გვაქვს რაღაც სამომავლო გეგმები იმასთან დაკავშირებით, რომ ისევ ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მოვძებნოთ ალტერნატიული ფართი, სადაც განთავსდება ახალციხის პოლიკლინიკა”, - განმარტავს ბესიკ ხითარიშვილი.

მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება შეეცდება გაარკვიოს მოქმედებს თუ არა ისევ აღნიშნული პროგრამა: ”თუ ეს პროგრამა მოქმედებს, შესაბამისად ალბათ ეს ხალხიც დასაქმდება. ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვამბობ. მაგრამ ის, რომ პოლიკლინიკის შენობა გადმოვიდეს ქალაქის ტერიტორიაზე, გეგმაში გვაქვს და ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს”.

შეგახსენებთ, ყოფილი პოლიკლინიკის 14 თანამშრომელს უნიმედი სამცხე“ 30 ნოემბერს დაატოვებინეს. საავადმყოფოში პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი მფლობელი ”ალდაგი ბისიაი” გახდა. ამიტომ, ექიმები საავადმყოფოდან კომპანიის გასვლასაც ითხოვენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოსახლეობა პოლიკლინიკის აღდგენას ითხოვს
ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ
ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე
დაზღვევის ანაბარად მიტოვებული პაციენტები
ახალციხის საავადმყოფოდან მედპერსონალი გაათავისუფლეს [Video]
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
გათავისუფლებული ექიმები ჩივილს აპირებენ