FM97.5 / LIVE

ახალციხის ცენტრში "დრო გაჩერდა"

მთავარისაზოგადოება 11.11.2013
ახალციხეში, ცენტრალურ ქუჩაზე, ამაღლების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი ქუჩის საათი, რამდენიმე წელია ერთსა და იმავე დროს, 16:07 საათს აჩვენებს.

ახალციხის ცენტრში "დრო გაჩერდა"
როდის დამონტაჟდა ქუჩის საათი და რა გახდა მისი გაჩერების მიზეზი - ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს. თუმცა ფიქრობენ, რომ რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი დადგმა გადაწყვიტა, მუშაობაზეც უნდა იზრუნოს.

„რამდენიმე თვეა საათი გაჩერებულია, მაგრამ როცა მუშაობდა, არც მაშინ აჩვენებდა ზუსტ დროს, ხან წინ იყო, ხან უკან. რაც ამის დადგმისთვის თანხები დაიხარჯა, ჯობდა, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისთვის მოეხმარებინათ, თუნდაც ღარიბი ოჯახებისთვის დაერიგებინათ“,- ამბობს ზაურ გიგოლაშვილი, რომელიც საათის მიმდებარე ტერიტორიაზე წლებია ტაქსის მძღოლად მუშაობს.

მარიამ დავლაშერიძე სტუდენტია და ყოველდღიურად იმ ქუჩაზე დადის სადაც საათი დგას, თუმცა მუშაობდა თუ არა, ამ დრომდე არ შეუნიშნავს: „არასდროს შემიხედავს, გვიან შევნიშნე და არ დავკვირვებივარ მუშაობს თუ არა".

როდის დაიდგა და რა დაჯდა საათის დამონტაჟება ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ადგილობრივ თვითმმართველობაში ინფორმაცია არ აქვთ. ქალაქის რწმუნებულმა დავით სამსონიძემ განაცხადა, რომ რატომ არ მუშაობს ამ დრომდე საათი, ამ საკითხით დაინტერესდება. იმის გასაგებად, როდის დაიდგა და რა თანხა დაიხარჯა ამისთვის, მუნიციპალიტეტის ფინანსურ სამსახურში გადაგვამისამართა.

ინფორმაციას არ ფლობენ მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსურ სამსახურშიც.

ეკონომიკის სამსახურის უფროსის თენგიზ ზედგინიძის განმარტებით, საათი შესაძლოა 2005 ან 2006 წელს დაიდგა: „ზუსტად ვერ გეტყვით, თბილისიდან გამოაგზავნეს და დაიდგა, იმ პერიოდში ქონების მართვის სამსახურში ვმუშაობდი. გამგეობაში არ ვიყავი, სულ სხვა სამსახური იყო და ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“.

მას შემდეგ, რაც საათის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა "სამხრეთის კარიბჭემ" დაიწყო, საათის მდგომარეობით ქალაქის რწმუნებული და "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლებიც დაინტერესდნენ.

„საათი დენის მეშვეობით მუშაობდა, ყოფილი პოლიკლინიკის შენობის გასხვისების შემდეგ, საათს დენი აღარ მოეწოდება. ენერგოკომპანიის თანამშრომლებთან ერთად სიტუაციაში ვერკვევით და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ავამუშავებთ“, განაცხადა ქალაქის რწმუნებულმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პოლიკლინიკა 2011 წლის სექტემბერში გასხვისდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლთან ახლად დადგმული საათი არ მუშაობს
ახალციხის მთავარ საათს მეხი დაეცა
ახალციხის მთავარი საათი ორი თვის შემდეგ ამუშავდა
თამარაშვილის ქუჩის ნაწილს დენი არ მიეწოდება – როდის ჩაირთვება ელექტროენერგია
'კომენდანტის საათი' ახალციხეში [ფოტო]
ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარედ, ქუჩის ახალ საათს დადგამენ
შალვა გოგოლაძე: ‘პირველ სკოლასთან რკინის ფერმა დაიდგა’