FM97.5 / LIVE

ბორჯომში, ბანიხევის მცხოვრებლები შველას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.05.2016
დაზიანებული და ვიწრო გზა, ჩამტვრეული ხიდი და შუა სოფელში წყლის ადიდების საშიშროება. ბორჯომში, სოფელ ბანიხევში მცხოვრებლები, ადგილობრივი ხელისუფლებისგან შველას ითხოვენ.

ბორჯომში, ბანიხევის მცხოვრებლები შველას ითხოვენ

სოფელ ბანიხევში გზა რამდენიმე ათეული წელია დანგრეულია. ადგილობრივებს პრობლემები განსაკუთრებთ წვიმიან ამინდში ექმნებათ. გარდა ამისა, გზა იმდენად ვიწროა, რომ ორი მანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევს.

თუმცა, აქაურების პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ისინი ამბობენ, რომ განსაკუთრებით საშიშია მდინარე, რომელიც შუა სოფელში ჩადის, გზას აკრავს და ნაპირსამაგრი ჯებირი არ აქვს.

„ყოფილა შემთხვევა, როდესაც წყალი ადიდებულა და სახლებში შემოვარდნილა. ერთხელ ერთი ასაკიანი ქალიც გაიტაცა, მისი გადარჩენა ვერ მოვასწარით“, - აცხადებენ ბანიხეველები.

ბორჯომში, ბანიხევის მცხოვრებლები შველას ითხოვენ

ისინი ამბობენ, რომ წყლის მოვარდნის საშიშროება ყოვეელთვის არსებობს, განსაკუთრებით გაზაფხულზე.

კიდევ ერთი საფრთხე, რაზეც ბანიხევში გვიყვებიან, სოფლის ერთი ნაწილიდან მეორესთან დამაკავშირებელი ხიდია.

„ჩამტვრეულია ფიცრები, მაგრამ რა ვქნათ, მაინც დავდივართ. წყალსაც იმ მხრიდან ვეზიდებით“, – ამბობენ ადგილობრივები.

ბორჯომში, ბანიხევის მცხოვრებლები შველას ითხოვენ

ბანიხეველები ამბობენ, რომ რამდენიმე თვის წინ სოფელში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი იმყოფებოდა. გამგებელი ხალხს გზისა და ხიდის შეკეთებას დაჰპირდა.

„მას შემდეგ არც გამგებელი გამოჩენილა და არც სამუშაოები დაწყებულა. ელოდებიან, არჩევნები რომ მოვა, მერე მოვლენ და ხმების სანაცვლოდ გზის გაკეთებას დაგვპირდებიან. იმასაც ან გააკეთებენ, ან არა“, – ამბობენ ბანიხევში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ბანიხევში წელს მხოლოდ გზა მოიხრეშება, რისთვისაც 17.716 ლარი დაიხარჯება.

„ბანიხევის გზაზე წელს დაგეგმილია მოხრეშვის სამუშაოები, რაც მოსახლეობამ კრებაზე თავად შეარჩია“, – ამბობენ გამგეობაში.

მათივე თქმით, უსაფრთხოების მიზნით, ბანიხევის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარკე დამონტაჟდება.

რა ბედი ელის, მოშლილ ხიდსა და წყლის სანაპიროს, რომელიც ჯებირების გარეშეა, გამგეობაში ამაზე ვერ გვპასუხობენ.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს რეინჯერები და ბანიხეველები
ბორჯომის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია  ბანიხევში მომხდარს ეხმაურება
‘სოფელში გზა და წყალი გვინდა’ –  წინუბანში ადგილობრივები აქციას მართავენ
წირელები გზის შეკეთებას ითხოვენ
საბარგო სადგურზე  კორპუსების  სახურავების შეკეთებას ითხოვენ
შემოდგომით ბორჯომის პარკის რეაბილიტაცია იგეგმება
გზების შეკეთება ბორჯომის სოფლებში