FM97.5 / LIVE

რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს რეინჯერები და ბანიხეველები

მთავარისიახლე, სამართალი 01.06.2016
მიმდინარე წლის მაისში, ბორჯომში, სოფელ ბანიხევში, ადგილობრივები და რეინჯერები ერთმანეთს უკვე ორჯერ დაუპირისპირდნენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიებაც. რატომ გახშირდა შეხლა–შემოხლა – ადგილობრივებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს განსხვავებული ვერსიები.

რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს რეინჯერები და ბანიხეველები
მამუკა გოგოლაძე

გუშინ, 31 მაისს, ბორჯომის სოფელ ბანიხევში, ადგილობრივებისა და რეინჯერების დაპირისპირების გამო დაკავებულმა მამა-შვილმა, პოლიციის განყოფილებაში ერთი ღამე გაატარა. მამა-შვილმა გოგოლაძეებმა ბორჯომის პოლიცია დღეს 1 ივნისს, დღის 12:00 საათისათვის დატოვეს.

ისინი ამბობენ, რომ სამართალდამცველების ბანიხევში ტყის რეინჯერებთან დაპირისპირებას ეხებოდა.

„გუშინ ხუთი საათისათვის დაგვაკავეს და დღეს გამოგვიშვეს. ჯერ არ ვიცით რამეს თუ გადაგვახდევინებენ, გვითხრეს გაგაგებინებთ ყველაფერსო და ექსპერტიზაზე გაგვიშვეს“, -ამბობს ინცინდენტში მონაწილე მამუკა გოგოლაძე.

რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს რეინჯერები და ბანიხეველები გოგოლაძეს სხეულზე დაზიანებები არ აქვს, თუმცა რეინჯერის ავტომანქანასთან შეჯახების შედეგად, მის მიკროავტობუსს წინა ფარები და საქარე მინა დაუზიანდა: „ცხვირში დამარტყა და სისხლი წამომივიდა, ჩემი მარშუტკაა მარტო დაზიანებული“.


რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს რეინჯერები და ბანიხეველები ბანიხევში, გუშინ მომხდარი ინციდენტის ადგილას, ავტომანქანების ფარების ნამსხვრევები ისევ ყრია. თუმცა, ადგილობრივებს წინა დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბარი არ სურთ.

„არ ვიცით ზუსტად რა მოხდა. მარტო ის ვიცი, რომ სოფლის ბოლოს პოლიციის მანქანებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი. ვინ ვის ეჩხუბებოდა, რა ვიცით“, -ამბობენ ადგილობრივები.

რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს რეინჯერები და ბანიხეველები შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ ბანიხევში ადგილობრივები და ტყის მცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც სოფელში ამბობენ, ერთ-ერთი ადგილობრივი საკუთარი მიკროავტობუსით ბაღიდან ბრუნდებოდა, როდესაც სოფლის შემოსასვლეში რეინჯერების ავტომანქანა დაეჯახა. რეინჯერებმა ტრანსპორტის გაჩხრეკვა სცადეს. ადგილზე სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებულნი, რომლებმაც ინცინდენტში მონაწილე ორი პირი დააკავეს.

ადგილობრივები მომხდარს, ორი კვირის წინ, თანასოფლელისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის რეინჯერის რეზო ქიმაძის დაპირისპირებას უკავშირებენ, რომელიც, მათივე თქმით, 31 მაისის ინციდენტშიც მონაწილეობდა.

„სამხრეთის კარიბჭე“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაპირისპირებაში მონაწილე რეინჯერებთან, მათ შორის რეზო ქიმაძესთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

ინცინდეტნის შესახებ კი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განაცხადეს, რომ დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც რეინჯერები, ადგილობრივების მიერ ხის უკანონოდ ჭრის ფაქტს შეესწრნენ. მათივე ინფორმაციით, ნაცემია ხუთი რეინჯერი და დაზიანებულია „პიკაპის“ მარკის ორი ავტომანქანა.

რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს რეინჯერები და ბანიხეველები რეინჯერების ავტომანქანებიც და ადგილობრივის მიკროავტობუსიც, ამ დროისათვის, ბორჯომის პოლიციის რაიონული განყოფილების ეზოში დგას. მომხდარზე შსს გამოძიებას 125–ე, ცემის მუხლით აწარმოებს.

თუმცა, მაისის თვეში, ეს რეინჯერებისა და ადგილობრივების დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით, პირველად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურესების დაცვის სამინისტრომ განცხადება 20 მაისს გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, ბრაკონიერებმა, ბორჯომის უბნის ტყის მცველს ზურაბ ბლიაძეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში „BMW“-ს მარკის ავტომობილი დაუწვეს. ამავე უბნის უბროსს მიხეილ ცხაკაიას სახლს კი ქვები დაუშინეს.

მაშინ არცერთმა მათგანმა დეტალებზე „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვა. მათგან განსხვავებით, ორი კვირის წინ მომხდარი თავდასხმის დეტალები გაიხსენა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უბნის უფროსმა რეინჯერმა რეზო ქიმაძემ. იგი ცემაში ბანიხევის მკვიდრს გიორგი ჩადუნელს ადანაშაულებდა. ამბობდა, რომ ჩადუნელი თავს მოულოდნელად დაესხა.

რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს რეინჯერები და ბანიხეველები
რეზო ქიმაძე

რეინჯერისგან განსხვავებული ვერსიები აქვთ, ბანიხევის მკვიდრებს. ცემაში ბრალდებულის მეზობლები ყვებიან, რომ რეინჯერმა ჩადუნელს შეაგინა, რის შემდეგაც მან დაარტყა.

„თავისას რატომ არ ამბობს, რომ უგინებია, აბა გიჟი კი არ იყო, მივარდნოდა და უმიზეზოდ ეცემა. თვითონ ყოველთვის უხეშად იქცევიან, ჩვენ რამეს ვეტყვით და დამნაშავეები ვხდებით“, - ამბობს ბანიხევის მცხოვრები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შემოდგომით სატყეო დეპარტამენტი, მათ ბილეთით მხოლოდ 5 კუბურმეტრ ხის მერქანს აძლევს, რაც გამოსაზამთრებლად არ ჰყოფნით, ამიტომ იძულებულნი ხდებიან ხე უკანონოდ მოიპოვონ. სწორედ ეს ხდება რეინჯერებისა და ადგილობრივების დაპირისპირების მიზეზი: „შვილებს ხომ არ გავყინავთ, ტყეში ვცხოვრობთ და გასათბობად შეშა არ გვაქვს“.

როგორც შსს-ში განმარტავენ, ორი კვირის წინ, მხოლოდ ბორჯომში ტყის მცველებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტზე, ერთი პირია მხილებული, რომლიც დანაშაულს აღიარებს. რაც შეეხება ავტომობილის დაწვისა და საცხოვრებელ სახლზე ქვების დაშენის ფაქტებს, გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს რეინჯერები და ბანიხეველები

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაპირისპირება სატყეოს თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის ბორჯომში
ბორჯომის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია  ბანიხევში მომხდარს ეხმაურება
სამინისტრო: ბორჯომში ბრაკონიერები რეინჯერებს დაესხნენ თავს
ბორჯომში, ბანიხევის მცხოვრებლები შველას ითხოვენ
‘ნაკრესი’: რეინჯერებზე თავდასხმა დაუსჯელობის შედეგია
რესტორან ‘ემიგრანტთან’ მომხდარი დაპირისპირების შედეგად 2 პირი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს