FM97.5 / LIVE
მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს.">

ბორჯომის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ბანიხევში მომხდარს ეხმაურება

მთავარისიახლე, სამართალი 03.06.2016
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ბანიხევში ადგილობრივებსა და რეინჯერებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს.

ბორჯომის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია  ბანიხევში მომხდარს ეხმაურება
31 მაისს, ბორჯომის სოფელ ბანიხევში მომხდარ ინცინდენტს, სადაც ერთმანეთს ადგილობრივები და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები დაუპირისპირდნენ, პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ლევან თაბუნიძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ინცინდენტში მონაწილე მთავარი პირი, ბანიხევში მცხოვრები მამუკა გოგოლაძეა, როემლიც საკუთარი მიკროავტობუსით დაცულ ტერიტორიაზე უნებართვოდ შევიდა და 2 კუბურიმეტრი საშეშე მერქანი მოჭრა.

„როცა რეინჯერები ამ დგილზე მივიდნენ, გოგოლაძე ხარებით ხეს მიათრევდა. ჩვენი მანქანები რომ დაინახა, ხე ჩახსნა. რეინჯერებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს, თუმცა ხელის მოწერა არ ისურვა“, - ამბობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ლევან თაბუნიძე.

ამის შემდეგ, მოჭრილი საშეშე მერქანი რომ არ მოეპარა, რეინჯერები დაცულ ტერიტორიაზე მოჭრილი მორის გასატანად მანქანებით მივიდნენ. როგორც თაბუნიძე ამბობს, მამუკა გოგოლაძემ რეინჯერებს მიკროავტობუსით გზა ამ დროს გადაუკეტა.

„ჩვენს თანამშრომლებს ჰქონდათ საფუძლიანი ეჭვი იმისა, რომ შესაძლოა მოჭრილი საშეშე მერქანი მიკროავტობუსშიც ჰქონდა. ამიტომ ტრანსპორტის შემოწმება სთხოვეს. ამას გოგოლაძის აგრესია მოჰყვა: მან მარშუტკით ჯერ ერთ პიკაპს დაარტყა, მერე მეორეს“, -ამბობს თაბუნიძე და ამატებს, რომ გოგოლაძე ადგილობრივებთან ერთად რეინჯერებს ფიზიკურადაც გაუსწორდა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ამბობს, რომ საშეშე მერქნის უკანონოდ მოპოვებაში, გოგოლაძე არაერთხელ ჰყავს შემჩნეული და შესაბამისი ოქმებიც არა ერთხელ შეუდგენიათ: „ის ბრაკონიერია, ხე–ტყით ცხოვრობს, ჩემთვის პირადად აქვს ნათქვამი, მე უნდა მოვიპარო და თუ დამიჭერ დამიჭირეო“.

ლევან თაბუნიძე საშეშე მერქნის გამოყოფასთან დაკავშირებითა ადგილობრივების პრეტენზიასაც ეხმაურება. ბანიხეველიბი კი ამბობენ, რომ მათ საწვავად წლის განმავლობაში მხოლოდ 5 კუბურმეტრს აძლევენ, ეს არ ჰყოფნით და იძულებულები არიან უკანონობა ჩაიდინონ.

„ეს არ არის სიმართლე, ყოველწლიურად მთავრობის დადგენილების მიხედვით 7 კუბურმეტრს საშეშე მერქანს იღებენ. მაგ სოფელში გაზიც არის. ისეთ სოფლებში ვაძლევთ 7კუბამეტრ მერქანს, სადაც გაზიც კი არ არის შეყვანილი და იქ უკანონოდ ხეებს არ ჭრიან“, – აცხადებს თაბუნიძე.

მისი თქმით, ადგილობრივები უკანონოდ მოპოვებულ საშეშე მერქანს საწვავად კი არა კომერციული მიზნებისთვის იყენებენ. „ეს ადამიანები იპარავენ ხე-ტყეს და შემდეგ არალეგალურად ყიდიან“.

შეგახსენებთ, რომ რეინჯერები და ბანიხეველები ერთმანეთს 31 მაისს დაუპირისპირდნენ. ცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. თუმცა მანამდე, ამავე თვეში ბორჯომში, ბრაკონირების მხრიდან ტყის მცველებზე თავდასხმის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს
რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს რეინჯერები და ბანიხეველები
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარია
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტყე იწვის
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 დოლარი დაიხარჯება
საშეშე მერქანის მისაღებად ახალციხის მუნიციპალიტეტში სიები ზუსტდება
ბორჯომში ‘სერნების’ გზაზე ხეებია მოჭრილი