FM97.5 / LIVE

საბარგო სადგურზე კორპუსების სახურავების შეკეთებას ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 08.06.2018
ახალციხეში, საბარგო სადგურზე მცხოვრები რვა ოჯახი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეკეთებას ითხოვს. მათ თქმით, წვიმის დროს სახლებში წყალი ჩადის.

საბარგო სადგურზე  კორპუსების  სახურავების შეკეთებას ითხოვენ

საბარგო სადგურზე, აღმაშენებლის 9 და 11 ნომრებში მდებარე ორი ერთსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ათეული წელია კორპუსების სახურავები დაზიანებულია და წყალი ჩადის.

„წვიმის დროს ყველა ოთხაში წყალი ჩამოდის, ჭურჭლით დავდივარ, რომ ავეჯი და საწოლები არ დასველდეს. ჭერსაც ვერ ვარემონტებ, რა აზრი აქვს მაინც მალე გამიფუჭდება“, – ამბობს ადგილობრივი შორენა ზურაბაშვილი.

მისივე თქმით, სახურავის ყველაზე დაზიანებულ ნაწილებზე აქ მცხოვრებლებმა რამდენჯერმე თუნუქი გადააფარეს, თუმცა, უშედეგოდ.

ზურაბაშვილების მსგავსად წყალი ჩადის მის მეზობლად მცხოვრებ შვიდ ოჯახშიც: „არაერთხელ მივმართეთ მერიას, დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ უკვე წლებია ასეთ მდგომარეობაში ვართ. არჩევნებზე არ იშურებენ დაპირებებს, მაგრამ მერე აღარავის ვახსოვართ“, – ამბობენ ადგილობრივები.

ახალციხის მერიაში ამბობენ, საბარგო სადგურზე აღმაშენებლის 9 და 11 ნომრებში, დაზიანებული სახურავების შეკეთებისათვის, საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს: „ახალი თუნუქის სახურავებით გადავხურავთ, მაგრამ ეს მიმდინარე წელს მოეწრება თუ არა არ ვიცით“.

საბარგო სადგურზე  კორპუსების  სახურავების შეკეთებას ითხოვენ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საბარგო სადგურზე მცხოვრებლებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს [Photo]
საბარგო სადგურზე დაზიანებულ ბორდიურებს ცვლიან
ახალციხეში, საბარგო სადგურზე  გზის მშენებლობა დაიწყო
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა დაიწყო
საბარგო სადგურზე გზის მოასფალტება იწყება
საბარგო სადგურზე  ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან
საბარგო სადგურზე გამხმარ ბუჩქებს ახალი ნერგებით ცვლიან