FM97.5 / LIVE

სახურავგადახდილ კორპუსში დახმარებას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.05.2016
გუშინდელმა სტიქიამ ახალციხეში, რვასართულიანი კორპუსის ეზოში 5 ავტომობილი დააზიანა. წყალი ჩავიდა სადარბაზოებშიც. მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს.

სახურავგადახდილ კორპუსში დახმარებას ითხოვენ

23 მაისს, ძლიერი ქარისგან გადახდილი სახურავის გამო, ადგილობრივების ბინების უმეტესობაში წვიმის წყალი არ ჩასულა, თუმცა, ჩაირეცხა სადარბაზოები. ახალციხეში დღესაც მთელი დღე წვიმდა. რვასართულიანის მცოხვრებლები ამბობენ, რომ ასეთი ამინდები თუ გაგრძელდა, მალე სახურავი წყლით გაიჟღინთება და წვიმა სახლებში ჩაუვათ. ისინი დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ელოდებიან.

სახურავგადახდილ კორპუსში დახმარებას ითხოვენ "ვვარაუდობთ, რომ ერთ მეზობელთან ჩავიდოდა წყალი, მაგრამ ის ახლა საქრთველოში არ იმყოფება და ვერ გავიგებთ. თუმცა, თუ სახურავს მალე არ გადახურავენ, წვიმა ნამდვილად ჩამოვა“, – ამბობს თამარაშვილის N2–ში, რვასართულიან კორპუსში მცხოვრები ალექსანდრე პეტრიაშვილი.

მისი თქმით, სტიქიის შედეგად მათ ბინაში მხოლოდ სადარბაზოები დაზიანდა: "საკვამურებს ჩამოყვა წყალი და თითმის ყველა სადარბაზოს კედელი ჩამორეცხა“.

სახურავგადახდილ კორპუსში დახმარებას ითხოვენ გარდა აღნიშნულისა, ქარისგან გადავარდნილმა სახურავმა რვასართულიანი ბინის ეზოში 5 მანქანა დააზიანა.

„ავტოფარეხთან მეყენა მანქანა. წინა მინა მთლიანად ჩამტვრულია, ალბათ ადგილობრივ ხელისუფლებას მოვთხოვთ დახმარებას“, – ამბობს რვასართულიან კორპუსში მცხოვრები ნინო კაპანაძე.

კუთვნილი ავტომობილი დაუზიანდა ამავე კორპუსში მცხოვრებ ჯონი კახნიაშვილსაც: "ეს განგებ არავის გაუკეთებია, სტიქია იყო, მაგრამ მთავრობა უნდა დაგვეხმაროს“, – ამბობს და ამატებს: "თქვენ რომ იყოთ, არ მოითხოვთ ზიანის ანაზღაურებას?“

სახურავგადახდილ კორპუსში დახმარებას ითხოვენ გადმოვარდნილმა სახურავმა ავტომობილი დაუზიანა რომან თათოშვილსაც, რომელმაც თამარაშვილის ქუჩაზე მანქანა დროებით გააჩერა: "შვილი იყო ინგლისურის მასწავლებელთან მისული, რომ გამოვიდა ასეთი მდგომარეობა დახვდა“.

რა ბედი ელით დაზარალებულებს, ამ ეტაპზე უცნობია. სტიქიის შდეგებს მერიაში შექმნილი კომისია სწავლობს. ჯერ ზარალი ბოლომდე დათვლილი არ არის.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 მაისს, საღამოს, ქარმა ახალციხეში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახური და საპარტულო პოლიცია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სახურავგადახდილ კორპუსში დახმარებას ითხოვენ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩასდით [PHOTO]
სახურავგადახდილ კორპუსთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსში წვიმა სახლებში ჩავიდა
ახალციხეში, სტიქისგან სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩადის
ახალციხეში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
'მთავარია მსხვერპლი არ არის' – სტიქია ახალციხეში [Video]
ახალციხეში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან