FM97.5 / LIVE

‘გირჩმა’ ბორჯომსა და ადიგენში ოფისები გახსნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.05.2016
ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა ‘გირჩი’ ბორჯომსა და ადიგენში ოფისები გახსნა. ახალგახსნილ ოფისს ადიგენში ნიკოლოზ ჯავახიძე, ადიგენში კი ზურაბ ტაბიძე უხელმძღვანელებს.

‘გირჩმა’ ბორჯომსა და ადიგენში ოფისები გახსნა

რეგიონში ‘გირჩის’ ორი ოფისი დღეს, 24 მაისს გაიხსნა. ახალი რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები პარტიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ წარადგინა.

‘გირჩმა’ ბორჯომსა და ადიგენში ოფისები გახსნა ბორჯომში, მესხეთის N5-ში გახსნილ ოფისს ბორჯომის მკვიდრი ნიკოლოზ ჯავახიძე უხელმძღვანელებს. იგი ამ დრომდე უმუშევარი იყო. 2014 წლამდე კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გახლდათ. იგი საკრებულოში პარტია „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ სიით მოხვდა და ფრაქციას – „გაერთიანებული ბორჯომი“ ხელძღვანელობდა.

ბორჯომის შემდეგ, ოფისი ადიგენში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნეს. აქ რაიონულ ორგანიზაციას სოფელ ადიგენის მკვიდრი ზურაბ ტაბიძე უხელმძღვანელებს.

‘გირჩმა’ ბორჯომსა და ადიგენში ოფისები გახსნა ტაბიძე, ადიგენში ბოლოს მომხდარი რელიგიური კონფლიქტის ერთ–ერთი აქტიური მონაწილე იყო. იგი ერთ–ერთი იყო იმ ქრისტიანებს შორის, რომელიც აცხადებდა, რომ სოფელ ადიგენში მუსლიმებს ცალკე სასაფლაოს გახსნის ნებას არასდროს მისცემდა.

ასევე, ბოლო დროს, სწორედ მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ ძიება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე (სსკ–ის 333–ე მუხლი).

„გირჩში“ აცხადებენ, რომ არჩევნებამდე ოფისებს ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაშიც გახსნიან.

შეგახსენებთ აპც „გირჩმა“ რეგიონული ოფისი ახალციხეში გასული წლის 12 აპრილს გახსნა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში „გირჩის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა
'საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ' ახალციხეში რეგიონული ოფისი გახსნა
ასპინძასა და ადიგენში ენმ–ს  ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაინიშნენ
'ერთმანეთის გვერდში დგომით ყველაფერი გამოგვივა' -  უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ოფისი ასპინძაშიც გახსნა
ადიგენში  სასაფლაოს ტერიტორიას ათვალიერებენ
ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
ადიგენში "ოცნების" საოლქო ორგანიზაციას ზაქარია ენდელაძე უხელმძღვანელებს