FM97.5 / LIVE

'ერთმანეთის გვერდში დგომით ყველაფერი გამოგვივა' - უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ოფისი ასპინძაშიც გახსნა

მთავარისაზოგადოება 01.08.2013
ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისთვის“ ასპინძაში რაიონული ოფისი გახსნა. ორგანიზაციაში ირწმუნებიან, რომ იმუშავებენ მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პრობლემის მოსაგვარებლად.

'ერთმანეთის გვერდში დგომით ყველაფერი გამოგვივა' -  უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ოფისი ასპინძაშიც გახსნა
ოფისის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ასპინძის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.

„ასპინძელების პრობლემები მოვისმინეთ და მზად ვართ გვერდში დავუდგეთ ამ ადამიანებს. ერთმანეთის გვერდში დგომით ყველაფერი გამოგვივა“, - ამბობს ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ხუციშვილი.

დღევანდელ შეხვედრაზე ასპინძის მოსახლეობამ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრობლემებზე ისაუბრა. მათი თქმით, დაახლოებით ოთხი წლის წინ ასპინძაში, ბუზმარეთის ტერიტორიაზე მიწები უკანონოდ გასხვისდა.

„წლების წინ, გამგეობის დადგენილებით, 62 ოჯახს დაახლოებით 1 ჰექტრამდე მიწის ფართობები გადმოგვეცა, რომელსაც სათიბად ვიყენებდით 10-15 წლის განმავლობაში. რამდენიმე წლის წინ ჩატარდა აუქციონი, რომლის შესახებაც ჩვენ, მიწის მესაკუთრეებს, არანაირი ინფორმაცია არ გვქონია და გაასხვისეს ეს მიწები, - ამბობს ასპინძაში მცხოვრები როლანდი ნარიმანიძე და ამატებს, რომ აუქციონის შესახებ ინფორმაცია რომ ჰქონოდათ, ამ მიწებს თვითონ შეისყიდიდნენ: ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ბოლოს პროკურატურაში საჩივარი შევიტანეთ, დაიწყო ძიება, დაგვკითხეს მაშინვე, მაგრამ იმის მერე ეს საქმე თაროზე შემოიდო და აღარავის არ მოუკითხებია“.

ორგანიზაში ამბობენ, რომ ამ პრობლემით აუცილებლად დაინტერესდებიან.

ასპინძის რაიონულ ორგანიზაციას ნუგზარ ზაქაიძე უხელმძღვანელებს.

„ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად იმუშავებს, უსამართლობაზე, უკანონობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ასპინძაში ბევრი უკანონობაა დაფიქსირებული მიწებთან დაკავშირებით, რომელიც უკანონოდ არის გასხვისებული და მოსახლეობა დაზარალდა“, - ამბობს ნუგზარ ზაქაიძე.

ასპინძის შემდეგ, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისთვის“ ადიგენის რაიონული ორგანიზაცია გაიხსნება.

„უახლოეს მომავალში დაგეგმილია ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონული ორგანიზაციების გახსნაც. ჩვენი მიზანია, იმ ადამიანებს დავუდგეთ გვერდში, ვისაც რაიმე პრობლემა აქვს“, - ამბობს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისთვის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი დავით ბერიძე.

შეგახსენებთ, ორგანიზაცია თბილისში მიმდინარე წლის 17 აპრილს დაფუძნდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული წარმომადგნელობა კი 15 მაისს დაასახელეს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათი ორგანიზაცია 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას“ ეფუძნება და ისინი მზად არიან დახმარება გაუწიონ ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ მისი უფლებები ილახება.

'ერთმანეთის გვერდში დგომით ყველაფერი გამოგვივა' -  უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ოფისი ასპინძაშიც გახსნა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისათვის“ ასპინძაში  რაიონულ ოფისს ხსნის
ვის დაიცავს ახალი ორგანიზაცია?
„ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციისთვის“ მუშაობის აქტურ რეჟიმში გადადის
10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
'ჩვენ უნდა შევასრულოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მესიჯი' [Video]
ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს