FM97.5 / LIVE

ახალციხეში „გირჩის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა

მთავარიპოლიტიკა 04.12.2015
„ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩი“ ახალციხეში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა და ცენტრის მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის განვითარების ინიციატივა წარადგინა.

ახალციხეში „გირჩის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა
„ახალი პოლიტიკური ცენტრის–გირჩის“ რეგიონული ოფისი ახალციხეში, კეცხოველის პირველ ნომერში გაიხსნა.

„ახალი პოლიტიკური ცენტრის–გირჩის“ ხელმძღვანელის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ისინი ეცდებიან რეგიონში ახალი სახეები მოძებნონ.
„არსი ამ პოლიტიკური ცენტრის არის ის, რომ შევქმნათ პლატფორმა, სადაც ახალ ადამიანებს, ახალი იდეებით მოვიზიდავთ და გაავაქტიურებთ. იმედი მაქვს, რომ ეს ოფისი წარმატებით შეასრულებს ამ ფუნქციას“, – განაცხდა ჯაფარიძემ.

„გირჩის“ ახალციხის წარმომადგენლობას კობა გორგოძე უხელმძღვანელებს.

„ვეცდებით ოფისში მოვიყვანოთ ახალი სახეები, აქცენტი გავაკეთოთ ახალგაზრდებზე. შევისწავლით ხალხის პრობლემებს და ამის შემდეგ დავგეგმავთ შემდგომ მუშაობას“, – ამბობს „ახალი პოლიტიკური ცენტრის–გირჩის“ სამცხე–ჯავახეთის კორდინატორი კობა გორგოძე.

ოფისის გახსნის პარალელურად, „გირჩის“ ხელმძღვანელმა ზურა ჯაფარიძემ ცენტრის მიერ მომზადებული საარჩევნო სისტემის განვითარების ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული იქნა საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული მანდატების გადანაწილები ახალი წესი, რითაც ხელისუფლება ცდილობს დაძალაში დატოვოს ერთმანდატიანი მაჟორიტარული არჩევნების მოდელი.

„ეს წესი ვერ აკმაყოფილებს ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს და ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.წარმოდგენილ ვარიანტს აქვს რამოდენიმე არსებითი ხარვეზი. ეს გვაფიქრებინებს, რომ მაჟორიტარული არჩევის წესი ან და არჩეული დეპუტატების ლეგიტიმაცია შესაძლოა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც 2016 წლის არჩევნების მთავარი პრობლემა იქნება“, – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" უახლოეს ბიუროს სხდომაზე, საქართველოს პარლამენტში წარადგენს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომლითაც გათვალიწინებული იქნება კონსტიტუციით დადგენილი მაჟორიტარული მანდატების განაწილების ახალი მოდელი.

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულმა დეპუტატებმა – ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ შექმნეს.

ახალციხეში „გირჩის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხვალ ახალციხეში 'გირჩი' რეგიონულ ოფისს გახსნის
„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
აპც 'გირჩი' სომხურენოვან გვერდს ხსნის
 'გირჩი', გიორგი ვაშაძის 'ახალი საქართველო' და 'ახალი მემარჯვენეები' ერთ ბლოკად გაერთიანდნენ
გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე გაათავისუფლეს
შსს-მ ზურა ჯაფარიძე დააკავა
კობა გორგოძე 'გირჩთან' რჩება და მაჟორიტარი აღარ იქნება