FM97.5 / LIVE

ასპინძასა და ადიგენში ენმ–ს ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაინიშნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 09.02.2017
ასპინძაში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად მალხაზ მოსიძე, ადიგენში კი რატი ტატალაშვილი დაინიშნა;

ასპინძასა და ადიგენში ენმ–ს  ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაინიშნენ

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ მუნიციპალიტეტებში კონფერენციებს გამართავს და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აირჩევს, რაიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარის დროებითი მოვალეობის შემსრულებლები დანიშნეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ასპინძის რაიონულ ორგანიზაციას ასპინძის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე მალხაზ მოსიძე უხელძღვანელებს. ადიგენში კი იგივე პოზიცია ადიგენის საკრებულოში „ქრისტიან–კონსერვატიული“ ფრაქციის თავმჯდომარემ რატი ტატალაშვილმა ჩაიბარა.

მალხაზ მოსიძე პროფესიით ფილოლოგია. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა. 2005 წლიდან 2008 წლამდე სოციალური მომსახურების სააგენტოში იყო დასაქმებული. 2008 წლიდან ბიზნესით დაკავდა. 2010 წლიდან კი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტად დაიწყო მუშაობა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობიდან“.

მისი თქმით, ასპინძაში ფრაქცია, რომელსაც ხელმძღვანელობს, არ დაშლილა. პირიქით, მათ დაემატათ ორი წევრი, რომელიც საკრებულოში „ქრისტიან –კონსერვატიული“ პარტიიდან იყო შესული: „ჯემალ იაკობაძე და რობერტ ნახაპეტიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩნენ. ამიტომ ჩვენ შემოგვიერთდნენ და ახლა ფრაქციაში ხუთი წევრი ვართ“.

უცვლელი დარჩა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რატი ტატალაშვილის ფრაქცია „ქრისტიან–კონსერვატორები“.

ტატალაშვილი პროფესიით იურისტია. იგი 2008 წელს ახალციხის არბიტრაჟის დირექტორი იყო. 2009 წელს ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟედ დაიწყო მუშაობა. აქედან საგადასახადო სამსახურში უფროს ოფიცრად გადავიდა. 2010 წელს კი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა. ეს პოზიცია 2013 წლის სექტემბრამდე ეკავა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ადიგენის საკრებულოს დეპუტატია.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში რაიონულ ორგანიზაციას დავით ბალიაშვილი ხელმძღვანელობს, ბორჯომში კი ვახტანგ ქვათაძე. ბალიაშვილს აღნიშნული პოზიცია ერთი კვირის წინ ჩააბარეს. ქვათაძე კი „ნაციონალურ მოძრაობას“ იქამდეც ხელმძღვანელობდა, ვიდრე პარტია ორად გაიყოფოდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვსი ფრაქცია შეიქმნება
ფრაქციები საკრებულოებში – ვინ მიდის და ვინ რჩება „ნაციონალებთან“
ენმ–მ მესხეთში კანდიდატები შეარჩია
ახალციხის თემის საკრებულოში ფრაქცია ‘ნაციონალების’ ხელმძღვანელი შეიცვალა
ახალციხის თემის საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა
ადიგენის საკრებულოში ‘ევროპელების’ ფრაქცია დაიშალა და ‘ნაციონალების’ შეიქმნა
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თამაზ ძაძამია აირჩიეს