FM97.5 / LIVE

ბაკურიანელები პროკურორს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ

მთავარისიახლე, სამართალი 24.05.2016
ბაკურიანში მცხოვრებლებს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი შეხვდა; რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა მხარეებმა;

ბაკურიანელები პროკურორს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ

შეხვედრა, დღეს 24 მაისს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში შედგა. ბაკურიანში მცხოვრებ სულთან სანაკოევს, დიმიტრი ჯეირანაშვილსა და გივი ხაჩიძესოლქის პროკურორის მალხაზ კაპანაძის ნაცვლად სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პეტრე მანველიშვილი ესაუბრა.

„მოგვისმინა, ჩვენი პრობლემები ფურცელზე მოინიშნა და დაგვპირდა, რომ გაარკვევს“, – ამბობს ბაკურიანში მცხოვრები გივი ხაჩიძე.
შეკითხვაზე, რა უნდა გაარკვიოს პროკურატურამ, ხაჩიძე გვპასუხობს: „რატომ არის, რომ ვიღაცეები ირეგისტრირებენ ნაკვეთებს და ვიღაცეები ვერა. ასობით პირს შეჩერებული აქვს რეგისტრაცია, ნაკვეთები ჩვენია, მაგრამ ჩვენი არ არის. გინდა ყადაღა ედოს და გინდა ასე იყოს, რა მნიშვნელობა აქვს?!“

ხაჩიძის თქმით, მან დღეს პროკურორს ის ქვითრები წარუდგინა, რომელიც ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში მიწის სარგებლობისთვის სახელმწიფოს გადასახადს უხდიდა: „ასეთები სხვებიც არიან. 990 კაცის სიაა და აქედან 400–ს მაინც ეს პროცესი შეჩერებული აქვს. ამბობენ ვიკვლევთო და რა ვერ გამოიკვლიეს ამდენ ხანს, არ ვიცით. არადა ეს მიწები 2006 წელში მოგვცეს ჩვენ და მერე ისევ პრობლემები შეგვიქმნეს“.

ბაკურიანში მცხოვრებელი აცხადებენ, რომ საქმე შერჩევით სამართალთან აქვთ: „ვისაც ბრძოლა არ შეუძლია და აშინებენ, იმას საპროცესოთი ართმევენ მიწას. ესენი ის ადამიანები არიან, რომელების ნაკვეთებსაც ყადაღა დაადეს, მერე კი პასუხისგებაში მისცეს, თითქოს მათ თანამდებობის პირები მოატყუეს. როგორ 300–მა კაცმა მოატყუა ეს თანამდებობის პირები?! ეს ხომ გამორიცხულია?!“

სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში იმ მიწების საკითხს, რომლების რეგისტრაციაც შეჩერებულია ასე პასუხობენ:
„ პროკურატურაში მიმდინარეობს ძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც 46 მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ესა თუ ის მოქალაქე მიწის რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროს. თუ სააგენტო კონკრეტულ შემთხვევაში თვლის, რომ რომელიმე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოპოვებულია შესაძლოა დანაშაულებრივი გზით, ასეთი ნაკვეთების სარეგისტრაციო მასალებს გზავნის ჩვენთან“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე გიორგი ბახტაძე.

აქედან გამომდინარე, მისივე განცხადებით, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სწავლობენ საჯარო რეესტრიდან გადმოგზავნილ მასალებს: „რიგ შემთხვევებში შესაძლოა აღმოჩნდეს კიდეც, რომ მოქალაქეს კანონიერად აქვს საკუთრებაში მიწის ნაკვეთი. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, გამოძიებას მათთან პრეტენზია ვერ და არ ექნება“.

რაც შეეხება ბაკურიანელების განცხადებას შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, პროკურატურაში ამბობენ, რომ „გამოძიება მიმდინარეობს და ყველა ის პირი რომელიც აღმოჩნდება, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის შესაბამისად“.

ოლქის პროკურორის ნაცვლად, საოლქო განყოფილების უფროსთან შეხვედრაზე კი პროკურატურაში ასე პასუხობენ: „ეს პირები ითხოვდნენ პროკურორთან შეხვედრას, მათი მთხოვნა დაკმაყოფილდა და დღეს ბაკურიანელებს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პეტრე მანველიშვილი ესაუბრა“.

ბაკურიანელების მთავარი მოთხოვნაა, პროკურატურამ მათ მიმართ ძალადობრივი ქმედებები არ გამოიყენოს, საქმე სწრაფად გამოიძიონ და ნაკვეთები საკუთრებაში დაუტოვონ.

„2006 წლიდანაა შეჩერებული ამ მიწების რეგისტრაციის საკითხი, ვიღაცეებს ამის შემდეგ ხომ დაურეგისტრირეს, ჩვენ ამის უფლებას რატომ არ გვაძლევენ?!“, – კითხულობენ ადგილობრივები.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურა ბაკურიანში მიწების საკუთრების საკითხთან დაკავშირებთ საქმეს სწორედ 2006 წლიდან იძიებს. სწორედ ამ პერიოდში დანაშაულებრივი გზით მიწების დაკანონების გამო პასუხისგებაში არა ერთი თანამდებობის პირი მიეცა. მათ შორის ერთ–ერთი ბაკურიანში მაშინდელი გამგებელი ველიკო აბრამიშვილი იყო.

შასევე ეგახსენებთ, რომ ტყის ნაწილი ბაკურიანში, რომელიც დაახლოებით ერთი თვის ვადაში ადგილობრივებმა დაისაკუთრეს და ნაწილმა გაყიდა კიდეც, დაყადაღებულია. ამ დროისთვის ყადაღა მიწის 46 ნაკვეთს ადევს. ბაკურიანის მიწების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლით. პროკურატურა ბორჯომის გამგეობის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს იძიებს.

აღნიშნული საქმის ძიებისას, პროკურატურამ პასუხისგებაში 4 ადგილობრივი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა.

ბაკურიანელებმა, პროკურორთან შეხვედრა სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით, 18 მაისს ითხოვეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროკურატურასთან შეკრებილი ბაკურიანელები დაიშალნენ
ბაკურიანელები პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
ბაკურიანის მიწების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
3 გასამართლებული და სახელმწიფოსთვის დაბრუნებული 1,5 მლნ–ის ქონება
ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულთან საპროცესო გაფორმდა
საკადრო ცვლილებები სამცხე–ჯავახეთის პროკურატურაში
ბაკურიანის საქმეზე ბრალი მერვე პირს წაუყენეს