FM97.5 / LIVE
ბაკურიანის საქმეში თაღლითობისა და დოკუმენტის შეძენა–გამოყენებაში ბრალდებულმა ე. ჩახალიანმა წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ სცნო. მასთან ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება გააფორმა;">

ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულთან საპროცესო გაფორმდა

მთავარისამართალი 20.05.2016
ბაკურიანის საქმეში თაღლითობისა და დოკუმენტის შეძენა–გამოყენებაში ბრალდებულმა ე. ჩახალიანმა წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ სცნო. მასთან ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება გააფორმა;

ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულთან საპროცესო გაფორმდა

ე. ჩახალიანთან საპროცესო შეთანხმება გუშინ, 19 მაისს გაფორმდა. როგორც ახალციხის რაიონულ სასამართლოში აცხადებენ, მას პირობითი სასჯელი შეეფარდა.

აქამდე ჩახალიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მას გამოძიება ბაკურიანში 577 817 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის დანაშაულებრივი გზით დასაკუთრებას ედავებოდა. პროკურატურამ ჩახალიანს ბრალი 21 აპრილს წარუდგინა სსკ–ის 180–ე და 362–ე მუხლებით, რაც თაღლითობასა და ყალბი დოკუმენტის შეძენა–გამოყენებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ტყის ნაწილი ბაკურიანში, რომელიც დაახლოებით ერთი თვის ვადაში ადგილობრივებმა დაისაკუთრეს და ნაწილმა გაყიდა კიდეც, დაყადაღებულია. მათ შორის ვის ნაკვეთებსაც ყადაღა ადევს, გარდა ჩახალიანისა, პასუხისგებაში კიდევ სამი პირი მისცეს.

18 მაისს, ბაკურიანში მცხოვრებლები პროკურატურასთან იმ მოთხოვნთ შეიკრიბნენ, რომ ოლქის პროკურორს შეხვედროდნენ. პროკურატურამ ამის შესახებ მათ წერილობით მიმართვა სთხოვა და დაპირდა, რომ პასუხს აუცილბელად მიიღებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანის საქმეზე ბრალი მერვე პირს წაუყენეს
ბაკურიანის მიწების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
3 გასამართლებული და სახელმწიფოსთვის დაბრუნებული 1,5 მლნ–ის ქონება
პროკურატურასთან შეკრებილი ბაკურიანელები დაიშალნენ
ბაკურიანის მიწების საქმეში  ბრალდებულებთან საპროცესო გაფორმდა
პროკურორი: 'მიწაზე ყალბი დოკუმენტები ბრალდებულის თხოვნით შედგა'
ბაკურიანის მიწების საქმეზე კომპანია „X ჯგუფის“ მფლობელი დააკავეს