FM97.5 / LIVE

პროკურატურასთან შეკრებილი ბაკურიანელები დაიშალნენ

მთავარისაზოგადოება 18.05.2016
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან შეკრებილმა ბაკურიანელებმა ძალოვანი უწყების მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. რას ამბობენ პროკურატურაში ბაკურიანელების მოთხოვნაზე;

პროკურატურასთან შეკრებილი ბაკურიანელები დაიშალნენ

სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურა ბაკურიანში მცხოვრებმა ათობით ადგილობრივმა იმ იმედით დატოვა, რომ მათ რეგიონის პირველი პროკურორი შეხვდება და აუხსნის, თუ რატომ დააყადაღა პროკურატურამ მათ საკთრებაში არსებული ქონება.

„ახლა აქ ცოტა ვართ, უფრო მეტი მოდიოდა ბაკურიანიდან. თუ საჭირო გახდა, მთელი დაბა აქ ჩამოვა“, – აცხადებენ შეკრებილები, რომლებსაც საკუთრებაში რეგისტრირებული ნაკვეთები მიმდინარე წლის თებერვალში დაუყადაღეს.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში განუცხადეს, მიწების დაყადაღება სასამართლოს განჩინებით მოხდა: „ჩვენ ვიშუამდგომლეთ სასამართლოში, ეს იყო ჩვენი პოზიცია, რომ ამ მიწებს ყადაღა დადებოდა და შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ასე სასამართლომ გადაწყვიტა“.

ყველა ბაკურიანის მკვიდრმა, რომელის მიწასაც ყადაღა ადევს, ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრა.
„სააპელაციო სასამართლომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, დღეს 18 მაისს, ბაკურიანში მცხოვრებლები პროკურატურასთან იმ მოთხოვნთ შეიკრიბნენ, რომ ოლქის პროკურორს შეხვედროდნენ. პროკურატურამ ამის შესახებ მათ წერილობით მიმართვა სთხოვა და დაპირდა, რომ პასუხს აუცილბელად მიიღებენ.

შეგახსენებთ, ტყის ნაწილი ბაკურიანში, რომელიც დაახლოებით ერთი თვის ვადაში ადგილობრივებმა დაისაკუთრეს და ნაწილმა გაყიდა კიდეც, დაყადაღებულია. ამ დროისთვის ყადაღა მიწის 27 ნაკვეთს ადევს. ბაკურიანის მიწების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლით. პროკურატურა ბორჯომის გამგეობის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს იძიებს.

პროკურატურასთან შეკრებილი ბაკურიანელები დაიშალნენ

პროკურატურასთან შეკრებილი ბაკურიანელები დაიშალნენ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანელები პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულთან საპროცესო გაფორმდა
3 გასამართლებული და სახელმწიფოსთვის დაბრუნებული 1,5 მლნ–ის ქონება
ბაკურიანის მიწების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
ბაკურიანელები პროკურორს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ
ბაკურიანის საქმეზე ბრალი მერვე პირს წაუყენეს
ბაკურიანის მიწების საქმეზე კომპანია „X ჯგუფის“ მფლობელი დააკავეს