FM97.5 / LIVE

საყოფაცხოვრებო ნარჩენებით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა

მთავარისაზოგადოება 07.11.2014
ახალციხის სამხატვრო სკოლაში, გურკელის საჯარო სკოლის 10 მოსწავლის 100–მდე ნამუშევარი გამოიფინა. მოსწავლეებმა სხვადასხვა ნივთები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაამზადეს.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა

გამოფენის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალი ნამუშევრების შესაქმნელად ძირითადად მეორადი ნივთები გამოიყენეს, როგორიცაა: პოლიეთილენის ბოთლები, ნაჭრები, გაწყვეტილი სამკაულები და ა.შ.

სამხატვრო სკოლაში გამოფენის იდეა ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურს ეკუთვნის. სამსახურის უფროსის მაია სხრიტლაძის განმარტებით, გამოფენის მოწყობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გურკელის საჯარო სკოლაში, 24 ოქტომბერს გამართულ საღამოზე „ხელოვნებაა თავად უკვდავება“ მიიწვიეს.

„ჩვენ არ ვაბინძურებთ გარემოს და სხვადასხვა ნარჩენებით, რომელიც გამოსაყენებლად უვარგისია, ვამზადებთ ნამუშევრებს. აქ 100–მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. მოსწავლეები ამისთვის სამი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ“, – ამბობს გურკელის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ნათია ზაზაძე.

მისივე თქმით, მსგავი გამოფენა და ყურადღება მეტი სტიმულის მიმცემია მოსწავლეებისთვის.

ნამუშევრის ავტორები ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.

„გურკელის სკოლის მოასწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან განსხვავებული სტილი. ეს არის მათი პედაგოგების დაუღალავი შრომის შედეგი. ყველა ნამუშევარი ჩამოყალიბებული სპეციალისტის ნამუშევრების შთაბეჭდილებას ტოვებს“, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის, კულტურისა და განათლების განყოფილების გამგემ რეზო ადნღულაძემ.

დღესვე სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ კონკურსის „მესხეთი ჩვენი სიყვარული“ გამარჯვებულები.

მესხეთის თემატიკაზე გამოცხადებულ ხატვის კონკურსში მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 12 სკოლის მეხუთედან – მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა მიიღეს.

სამ–სამი გამარჯვებული გამოვლინდა მეხუთედან მეშვიდე კლასის ჩათვლით და მერვედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით.
ხატვის კონკურსში 17 მოსწავლე მონაწილეობდა. ჩვიდმეტივეს საჩუქრები გადაეცა. გამარჯვებულებს კი საჩუქრებთან ერთად სიგელებიც.

ორივე ღონისძიებისთვის ახალციხის კულტურის სამსახურმა 270 ლარი გამოყო.

ღონისძიებას ახალციხის კულტურის სამსახურის თანამშრომლები, გამგეობის წარმომადგენლები და რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ხმალაძე ესწრებოდნენ.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა

საყოფაცხოვრებო ნარჩენებით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა

საყოფაცხოვრებო ნარჩენებით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მეშვიდე სკოლაში
ახალციხის გამგეობამ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგების პირველი გამოფენა
სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო
სამხატვრო სკოლაში სააღდგომო გამოფენა გაიმართა
ახალციხის სამხატვრო სკოლის გამოფენა ბათუმში