FM97.5 / LIVE

ახალციხელი დევნილების გასაჭირი [Photo/Video]

მთავარისაზოგადოება 16.05.2016
ქალაქიდან შორს, სასმელი წყლის, გზისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე – ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს ბინები მისცეს, თუმცა, მათი ცხოვრება ამით არ გაუმჯობესებულა.

ახალციხელი დევნილების გასაჭირი [Photo/Video]

ირმა ჩაკაბერია აფხაზეთიდან 23 წლის წინ წამოვიდა. ახლა მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ახალციხის გარეუბანში, ახალგარემონტებულ შენობაში, ცხოვრობს. ირმა აქ საცხოვრებლად დაახლოებით ორი თვის წინ გადმოვიდა. ამბობს, რომ მთავრობამ მათ წინაშე აღებული პასუხისმგებლობა ცარიელი ბინის გადაცემით მოიხადა. შენობაში არც გათბობაა და არც სასმელი წყალი.

„თავბედს ვიწყევლი, რატომ გადმოვედი–მეთქი“, – გვეუბნება ირმა.

ირმა ერთ–ერთია იმ 26 ოჯახიდან, რომლებიც ამ შენობაში აგასული, 2015 წლის მიწურულს, დეკემბერში, საზეიმოდ შეასახლეს. დევნილებს ბინის გასაღები თავად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გადასცა.

შენობაში ყველა ჯერ არ შესახლებულა. ირმა ამბობს, რომ პირობების არქონის გამო, ბევრი არ გადმოსვლისგან თავს იკავებს.



ახალციხის მუნიციპალიტეტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 79 ოჯახია რეგისტრირებული. ამათგან, საცხოვრებელი ფართი მხოლოდ 17–ს აქვს დაკანონებული. დანარჩენები ქირით ან სხვადასხვა მიტოვებულ შენობებში ცხოვრობენ.

სწორედ მათთვის გაარემონტა სამინისტრომ ახალციხეში, რუსთაველის 113–ში მდებარე, ყოფილი სკოლა–ინტერნატის შენობა. ორ, სამსართულიან კორპუსში, 66 საცხოვრებელი ბინა გაკეთდა: 13-ერთოთახიანი, 32-ოროთახიანი და 21-სამოთახიანი. სამუშაოები 763 983 ლარი დაჯდა.

2015 წლის 19 დეკემბერს ახალგარემონტებულ კორპუსში 26 ოჯახი შეასახლეს. გარდა ამისა, აქ ცხოვრობს 7 ოჯახიც, რომლებიც ამ ფართში ჯერ კიდევ მაშინ გადავიდნენ საცხოვრებლად, ვიდრე შენობის რემონტი დაიწყებოდა.

ახალციხელი დევნილების გასაჭირი [Photo/Video]

ირმა ჩაკაბერია ამბობს, რომ ამ დასახლების ერთ–ერთი მთავარი პრობლემა სასმელი წყლის არქონაა. აქ მცხოვრებლებს წყლის ზიდვა ყოველდღე ხელით უწევთ.

დევნილების კორპუსი სასმელი წყლით ელექტროსაქაჩის საშუალებით მარაგდება. აქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ შესახლებისას, პირველი ათი დღის განმავლობაში, უწყლობას არ უჩიოდნენ, თუმცა შემდეგ რამდენიმე პრობლემა გაჩნდა. ელექტორენერგიის საფასური, რომელიც საქაჩის მუშაობის შედეგად დაგროვდა, ვერ გადაიხადეს და წყლის მომარაგება შეუწყდათ. მას შემდეგ კი, რაც იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თანხა აანაზღაურა, სამი საქაჩიდან ერთი მწყობრიდან გამოვიდა.



უწყლობის გარდა რუსთაველის 113–ის ბინადრები, უგზობასაც უჩივიან. ამბობენ, რომ მათი კორპუსი ქალაქიდან საკმაოდ შორს არის, მოუწესრიგებელია მისასვლელი გზა და არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

„რომ იწვიმებს, აქ ეშმაკი ვერ ამოვა“, – გვეუბნება იოსებ ბაშენკო.



მოუწესრიგებელი გზა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ ქონა, აქ მცხოვრებლებს განსაკუთრებით იმიტომ აწუხებთ, რომ ახლომახლო არ არის სავაჭრო პუნქტი, სადაც პურს ან საკვებ პროდუქტებს შეიძენენ. ოჯახის მოსამარაგებლად მათ ქალაქის ცენტრამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.



ამ ყველაფერს დასუფთავების პრობლემები ემატება. თვენახევრის წინ, 30 მარტს „სამხრეთის კარიბჭემ“ დასახლების მისასსვლელში გადავსებული ძველ, ჯანგმოდებული ნაგვის ბუნკერები და ნარჩენებით მოფენილი ტერტორია გადაიღო.

ფოტოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურმა, რომელიც ახალციხის დასუფთავებაზეა პასუხისმგებელი, დევნილებს ორი ახალი ნაგვის ურნა აუტანა.

ახალციხელი დევნილების გასაჭირი [Photo/Video]

აქაურებს ახალი და მეტი ნაგვის ურნა მოწონთ, თუმცა, ამბობენ, რომ აბუნკერებს ხშირად თუ არ დაცლიან, ამით მათ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება.

მართალია შენობა დევნილებისთვის ლტოლვილთა სამინისტრომ გაარემონტა, მაგრამ, დევნილთა დასახლებაში მისასვლელი გზის, გარე განათების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და დასუფთავების საკითხების მოგვარება ქალაქ ახალციხის მერიას ევალება. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე ე.წ. დევნილთა დასახლებაში არაფერი იგეგმება.

ახალციხელი დევნილების გასაჭირი [Photo/Video]

რაც შეეხება წყლის პრობლემას, მისი მოგვარება იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კომპეტენციაა. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე – ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის თამაზ გვიმრაძის თქმით, სამინისტრომ საქაჩის მუშაობის შედეგად დახარჯული ელექტროენერგიის საფასური უკვე ორჯერ გადაიხადა.

"სამინისტრო დაუსრულებლად ვერ გადაიხდის თანხას, პირველად 300, მეორედ 400 ლარი უკვე ჩაირიცხა. ახლა ერთი "მატორია" დამწვარი. ამ ეტაპზე, სამინისტრო დაავალებს წყალმომარაგების კომპანიას, რომ მდგომარეობა შეისწავლოს“, – ამბობს გვიმრაძე.

როდის მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა, თამაზ გვიმრაძეს კონკრეტული თარიღის დასახელება უჭირს. კონკრეტული დაპირებები არ ჩანს არც ახალციხის მერიისგან.

„საცხოვრებლის გადმოცემა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა“, – ამბობენ რუსთაველის 1130ის ბინადრები და ერთადერთი იმედი რჩებათ, მოახლოებული არჩევნები.

ახალციხელი დევნილების გასაჭირი [Photo/Video]

ახალციხელი დევნილების გასაჭირი [Photo/Video]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დევნილები ახალციხეში ბინებს ივნისში მიიღებენ
ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი მეორედ გადაიდო
დევნილები ახალციხეში ბინებს მარტში მიიღებენ
ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება
ირაკლი ალასანია ახალციხეში დევნილებს შეხვდა
ახალციხეში დევნილებს ბინები გადაეცათ
დევნილების ნაწილმა ახალციხეში ბინა ვერ მიიღო