FM97.5 / LIVE

ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი მეორედ გადაიდო

მთავარისაზოგადოება 17.11.2014
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს ახალციხეში საცხოვრებელ ბინებს დეკემბერში გადასცემს.

ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი მეორედ გადაიდო
დევნილებისთვის ახალციხეში საცხოვრებელი ბინების გადაცემის პროცესი მეორედ გადაიდო. ახალციხეში რუსთაველის N113 – ში მდებარე ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე – ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის თამაზ გვიმრაძის თქმით, მშენებელ კომპანიას, რომელიც დევნილებისთვის საცხოვრებელ ბინებს არემონტებს შენობის რეკონსტრუქციის ვადა თვის ბოლომდე გაუხანგრძლივდა.

შენობის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, დევნილთა სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის ბინების განაწილების პროცესს დაიწყებს.

„საცხოვრებელი ფართის განაწილების პროცესს დეკემბერში დავიწყებთ“, – ამბობს თამაზ გვიმრაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 4 აპრილს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებელმა კომპანიამ შპს „სენმა“ შენობის რეკონსტრუქცია დადგენილ ვადებში ვერ დაასრულა. მშენებელ კომპანიას ობიექტი ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა დაესრულებინა.

ახალციხეში დევნილებისთვის ორ სამსართულიან კორპუსში ერთოთახიანი, ოროთახიანი და სამოთახიანი 66 საცხოვრებელი ბინა კეთდება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ გადაიდო ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი ორჯერ
ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს ბინებს ჯერ არ გადასცემენ
დევნილები ახალციხეში ბინებს ერთ თვეში მიიღებენ
ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება
დევნილები ახალციხეში ბინებს მარტში მიიღებენ
დევნილები ახალციხეში ბინებს ივნისში მიიღებენ
17 ივლისიდან დევნილები ბინების მისაღებად აპლიკაციების შევსებას დაიწყებენ