FM97.5 / LIVE

ახალციხეში დევნილებს ბინები გადაეცათ

მთავარიეკონომიკა 19.12.2015
თითქმის ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ახალციხეში ახალგარემონტებულ ფართში საცხოვრებლად, დევნილებს გასაღებები გადასცეს. მათ ახალმოსახლეობა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მიულოცა.

ახალციხეში დევნილებს ბინები გადაეცათ
65 წლის ავთანდილ მუზაშვილი, რომელიც სოხუმში ბირცხას დასახლებაში სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, 23 წელია ახალციხეში, სოფელ ელიაწმინდაში ნახევრად დანგრეულ ბინაში ცხოვრობს. დღეიდან კი მეუღლესთან ერთად ახალგარემონტებულ ბინაში გადავა. ამბობს, რომ სოფელს შეჩვეული ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა არ გაუჭირდება.

„სოხუმიდან ზოგი „პერევალზე“ გადმოვიდა, ზოგიც გემით წამოვიდა. მას შემდეგ გაუსაძლის პირობებში გვიწევდა ცხოვრება, დღეს მთავრობის მადლობლები ვართ“, – ამბობს მუზაშვილი.

ახლობლის ოროთახიანი ბინა დატოვა დღეს ორი მცირეწლოვანი შვილის დედამ ირმა ჩაკაბერიამაც. მუზაშვილის მსგავსად მას ავარიულში არა, თუმცა სივიწროვის გამო გაუსაძლის პირობებში უხდებოდა ცხოვრება: „აქამდე ნათესავთან ვცხოვრობდით, დღეს გასაღები გადმოგვცეს. ძალიან ბედნიერი ვარ“.

23 წელი სხვა დევნილებთან ერთად ბინის მიღებას ელოდა სოფელ ტყემლანაში, ასევე ავარიულ ბინაში მცხოვრები ლილი დალალიშვილიც. თუმცა იმის გამო, რომ შეუძლოდაა, დღეს გასაღების გადაცემის პროცედურას ვერ დაესწრო. თუმცა, ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია და გული წყდება რომ ამ დღეს ახალციხეში ვერ ჩამოვიდა. გასაღები მის შვილს შორენა კაპანაძეს გადაეცა.

დევნილებს ბინები ახალციხეში, რუსთაველის ქ. N113 სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში გადაეცათ. აქ სულ 66 ბინაა: 13-ერთოთახიანი, 32-ოროთახიანი და 21-სამოთახიანი.

დღეს, 19 დეკემბერს ახალმოსახლეობა 26 ოჯახმა იზეიმა. მათ გარემონტებულ კორპუსში 7 ოჯახი უკვე დახვდათ. ეს ოჯახები აქ ჯერ კიდევ მანამდე ცხოვრობდნენ ვიდრე სარემონტო სამუშაოები დაიწყებოდა.

როგროც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს ბინების გადაცემის პროცესი დროში ცოტა გაჭიანურდა.

„არ გვინდოდა, რომ ნახევარფაბრიკატები ჩაგბარებოდათ. გვინდოდა რომ ყველა კმაყოფილი ყოფილიყავით“, – უთხრა მინისტრმა ახალგარემონტებული კორპუსის ეზოში შეკრებილებს.

მან კორპუსი დაათვალიერა და დევნილებს ახალმოსახლეობა მიულოცა. მინისტრს თან ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ახლდნენ.

როგორც ახალციხის მერი გიორგი კოპაძე აცხადებს, ამ ტერიტორიასა და აქ მაცხოვრებლებზე ზრუნვას მერია დღეიდანვე იწყებს: „აქ გზასაც გავაკეთებთ“.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „სენმა“ განახორციელა. პროექტის სატენდერო ღირებულებამ 763 983 ლარი შეადგინა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დევნილების ნაწილმა ახალციხეში ბინა ვერ მიიღო
ბორჯომში მცხოვრებ დევნილებს ბინები გადასცეს
ვის შეასახლებენ დევნილებისთვის გარემონტებულ თავისუფალ ბინებში
ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი მეორედ გადაიდო
ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება
ბორჯომში 18 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა
დევნილები ახალციხეში ბინებს მარტში მიიღებენ