FM97.5 / LIVE

დევნილების ნაწილმა ახალციხეში ბინა ვერ მიიღო

მთავარიეკონომიკა 19.12.2015
ახალციხეში დევნილებისთვის გარემონტებულ კორპუსში ცარიელი ფართი ჯერ კიდევ ასათვისებელია, თუმცა მათ გადაცემას იმ დევნილებისთვის, რომლებიც ბინის მიღებას ამ დრომდე ელიან, არ აპირებენ. 30–მდე ბინა ცარიელია, 40–მდე დევნილი ოჯახი კი ბინის მოლოდინშია.

დევნილების ნაწილმა ახალციხეში ბინა ვერ მიიღო
დღეს, 19 დეკემბერს დილიდან ახალციხეში, რუსთაველის N113–ში მდებარე კორპუსის ეზოში ახალმოსახლეებთან ერთად ის დევნილებიც შეიკრიბნენ, რომლებმაც ბინა ვერ მიიღეს.

„აძინაცატებში“ ვცხოვრობ დანგრეულ ბინაში არც კანალიზაცია და არც წყალია შიგ. ოჯახში 11 სული ვართ, დროებით შვილები სხვაგან ცხოვრობენ. გალში ათი ოთახი მქონდა, მაგრამ დავყარეთ ყველაფერი და წამოვედით, იმის მერე ასე გაუსაძლის პირობებში ვართ “, – ვერ იკავებს ცრემლებს ეკატერინე ფეიქრიშვილი.

დღეს, მის მსგავსად ბინა ვერც ნუგზარ დიასამიძემ მიიღო: „მთავრობა არ გვყავს! მიხსნის ვინმე როდის შეიძლება მოგვცენ ბინა?! ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ ახალციხეში, იქნებ მაქვს საშუალება და 300 ლარს ვიხდი ქირას, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ბინა არ მეკუთვნის?!“

ამ დროდმე ელოდება ბინის მიღებას გურამ ლომიძეც: „ამ მთავრობას თავს ვწირავდით, მოვიყვანეთ ხელისუფლების სათავეში და ასე უკანონოდ უნდა მოგვექცენ ახლა?! ბინას არ გვაძლევენ, ვინ არის ჩარეული ამ ამბავში და რატომ ხდება ასე არ ვიცი. არადა თავისუფალი გარემონტებული ბინები არის, კანონითაც გვეკუთვნის მაგრამ უარს გვეუბნებიან“.

ახალგარემონტებულ, ორ სამსართულიან კორპუსში თავისუფალი მართლაც 30–მდე ბინაა. იმ დევნილების ოდენობა კი, რომლებმაც დღეს გასაღებები ვერ მიიღეს, 40–მდეა.

როგროც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, 66 გარემონტებული ბინა პირველ რიგში იმ დევნილებზე განაწილდა, რომლებიც სოციალურად გაჭირვებულები არიან: „ადამიანები, რომლებსაც სახლები აქვთ, მართალია საკუთარი შრომით შეძენილი მაგრამ მაინც აქვთ, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე არ დავაკმაყოფილოთ. ასე რომ თამამად შემიძლია ვთქვა: დღეს ახალციხეში არ დარჩა არცერთი დავენილი ოჯახი რომელსაც ბინა არ აქვს“.

სუბარის განცხადებით, ბინა იმ დევნილ ოჯახებსაც ეკუთვნით, რომლებმაც დღეს ვერ მიიღეს, თუმცა მათი დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდება, მაგრამ როდის დაიწყება მათთვის ბინების გადაცემის მეორე ეტაპი, ამბობს რომ არ იცის: „მომდევნო წლებში“.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, რომ კომისია თითოეული ასეთი ოჯხის საქმეს შეისწავლის და მათ დაკმაყოფილებაზე იზრუნებენ.

"მონიტორინგი ჩატარებული გვაქვს. შესაძლოა მათთან სხვადასხვა შეთავაზებები გვქონდეს, მაგალითად სახლის აშენება სხვაგან", – ამბობენ აღნიშნული სამინისტროს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, ახალციხეში სოზარ სუბარმა ახალგარემონტებულ კორპუსში საცხოვრებლად დევნილებს გასაღებები თავად გადასცა. რუსთაველის N113–ში 26 ოჯახი შეასახლეს. აქ სულ 66 ბინაა: 13-ერთოთახიანი, 32-ოროთახიანი და 21-სამოთახიანი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვის შეასახლებენ დევნილებისთვის გარემონტებულ თავისუფალ ბინებში
ახალციხეში დევნილებს ბინები გადაეცათ
დევნილები ახალციხეში ბინებს ერთ თვეში მიიღებენ
იყიდება ოროთახიანი გარემონტებული ბინა [R]
დევნილები ახალციხეში ბინებს მარტში მიიღებენ
დევნილები ახალციხეში ბინებს ივნისში მიიღებენ
ბორჯომში 18 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა