FM97.5 / LIVE

ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება

მთავარიეკონომიკა 22.05.2014
მიმდინარე წლის სექტემბერში, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილებს ყოფილ სკოლა-ინტერნატის შენობაში შეასახლებენ. მათთვის საცხოვრებელი ბინები უკვე რემონტდება.

ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება
რუსთაველის 113-ში მდებარე, ყოფილი სკოლა ინტერნატის შენობის რეაბილიტაცია 4 აპრილს დაიწყო. სამუშაოებზე ტენდერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გამოაცხადა. ტენდერში 700 ათასი ლარით შპს „სენმა“ გაიმარჯვა, რომელიც უკვე ერთი თვეა ყოფილი სკოლა ინტერნატის ორ კორპუსში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. მშენებლობაზე 40-მდე ადამიანია დასაქმებული.

როგორც შპს „სენის“ სამუშაოთა მწარმოებელი ბეჟან აბულაძე ამბობს, ობიექტზე ძირითადად ის დევნილები არიან დასქმებული, რომლებიც ყოფილი სკოლა ინტერნატის შენობაში იცხოვრებენ.

„ორი კვირა შენობის დემონტაჟს მოვუნდით, მოვანგრიეთ კედლები, ამოვიღეთ კარ-ფანჯარა. ახლა უკვე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. იცვლება ორივე კორპუსის სახურავი, კარ-ფანჯარა, გაილესება და შეიღებება კედლები, ჭერი, ფასადი. დაიგება იატაკი, მოწესრიგდება სველი წერტილები და მოპირკეთდება ეზო“, - ამბობს იგი.

ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდებამისივე თქმით, დევნილებს ახალ საცხოვრებელ ბინაში ავეჯის გარდა ყველაფერი მზად დახვდებათ: „როგორც ვიცი, შენობაში გაზის შეყვანაც იგეგმება. თუმცა, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ გვიმრაძის თქმით, ორ სამსართულიან კორპუსში, რეკონსტრუქციის შედეგად, ერთოთახიანი, ოროთახიანი და სამოთახიანი 66 საცხოვრებელი ბინა გაკეთდება: „საცხოვრებელი ფართით ის ოჯახები დაკმაყოფილდებიან, რომლებსაც ბინები საკუთრებაში არ აქვთ. მათ სპეციალური აპლიკაციების შევსება მოუწევთ, რა დროსაც გარკვეული ქულები უნდა დააგროვონ“.
ამჟამად ყოფილ სკოლა ინტერნატის შენობაში 6 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ის, რომ სექტემბრიდან ახლადგარემონტებულ ბინებში მოუწევთ ცხოვრება, მოსწონთ.

„გაგრიდან ვარ, უკვე 20 წელია ამ შენობაში, სამოთახიან ბინაში ვცხოვრობ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე კომფორტულ ბინაში ვიცხოვრებდი“, - ამბობს ზურაბ ხარშილაძე.

ყოფილი სკოლა ინტერნატის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს ბინებს ჯერ არ გადასცემენ
ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი მეორედ გადაიდო
დევნილები ახალციხეში ბინებს ერთ თვეში მიიღებენ
17 ივლისიდან დევნილები ბინების მისაღებად აპლიკაციების შევსებას დაიწყებენ
ახალციხეში მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებელი გამოიძებნა
დევნილები ახალციხეში ბინებს ივნისში მიიღებენ
რატომ გადაიდო ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი ორჯერ