FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში შემცირებები იწყება

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 19.12.2012
ფინანსური პრობლემების გამო, ახალციხის ციხეში თანამშრომლების შემცირებასა და შადრევნების გამორთვას გეგმავენ

ახალციხის ციხეში შემცირებები იწყება
ციხის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შემცირებული ბიუჯეტის გამო, ციხეში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებას აპირებენ.

”ძალიან მცირე ბიუჯეტი გვაქვს. ის რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, მარტო წყლის გასახადში არ გვეყოფა. დაფინანსება 400,000 ლარია, წყლის გადასახადი კი წელიწადში დაახლოებით 480,000 შეადგენს”, - განმარტავს ციხის დირექტორი ბესიკ ბლიაძე, რომელიც ამ პოსტზე 14 დეკემბერს დაინიშნა.

2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ახალციხის ციხისთვის სუბსიდიის სახით 940,000 ლარი იყო გამოყოფილი. 2013 წლის ბიუჯეტში კი მხოლოდ 400,000 ლარია გათვალისწინებული.

”ამ ეტაპზე ძალიან ცუდად არის საქმე, ძალიან მცირეა დაფინანსება და მარტო ვიზიტორების იმედზე ვერ ვიქნებით. მოგვიწევს თანამშრომლების შემცირებაც”, - განმარტავს ბლიაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ციხის სუბსიდირებისთვის 750 ათასი ლარი იყო გათვალისიწინებული. თუმცა, მოსახლეობის უკმაყოფილების გამო, საკრებულომ გადაწყვიტა დაფინანება 400 ათასამდე შეემცირებინათ.

”ახალციხის ციხეში მილიონობით ინვესტიციაა ჩადებული და მას ვერ მივატოვებთ. ერთი წლის განმავლობაში დავაკვირდებით და თუ დასჭირდა, შესაბამისად, დახმარებასაც აღმოვუჩენთ”, - განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე და ამატებს, რომ რადგან ციხემ ფუნქციონირება აგვისტოში დაიწყო, ოთხი თვის შემოსავლებით მთლიანი ეკონომიკური ანალიზი ვერ გაკეთდება: ”ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ შევისწავლოთ ციხე მომგებიანია თუ არა”.

საკრებულოც და ციხის ადმინიტრაციაც, მივიდა დასკვნამდე, რომ კომუნალური ხარჯების შემცირების მიზნით ციხის ტერიტორიაზე შადრევნების მუშაობა უნდა შეჩერდეს.

”რადგან არ არის ტურისტების დიდი რაოდენობა, შადრევნებს დროებით გამოვრთავთ, ამით წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯებს შევამცირებთ. გადაიხედება თანამშრომლების საკითხიც. ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ არის საჭირო ამდენი თანამშრომელი. როცა იქნება ტურისტების ბუმი, თანამშრომლებს კვლავ დაამატებენ” , - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

თანამშრომლების შემცირებაზე ბესიკ ბლიაძეც საუბრობს. ახალციხის ციხეში ამჟამად 101 თანამშრომელია, აქედან 51 შტატგარეშედ მუშაობს. ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ საშტატო განრიგს გადახედავს და მათ, ვისაც ხელშეკრულების ვადა უმთავრდებათ, სავარაუდოდ, აღარ გაუგრძელებენ.

” ამ ეტაპისთვის ამდენი თანამშრომელი არ არის საჭირო. გაზაფხულზე, როდესაც შევხედავთ, რომ ტურისტების ნაკადი იმატებს, კადრების დაბრუნებაზეც ვიზრუნებთ. ვფიქრობ ხელფასების შემცირებასაც, ციხემ რომ იარსებოს, სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოგვიწევს. ხალხს უნდა ჰქონდეს სანახაობა, ციხის მიმაერთ ინტერესი ძალიან დიდია”, - განმატრავს ბლიაძე.

მისივე თქმით, დაზამთრებისთანავე ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, დღეში საშუალოდ 50-დან 100-მდე დამთვალიერებელი ჰყავთ. ადმინიტრაციაში ამბობენ, რომ ტურისტების მოზიდვის მიზნით არაერთი გეგმა აქვთ და მათ განხორციელებას გაზაფხულისთვის გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხის მშენებლობა, რომელიც საზეიმოდ 16 აგვისტოს გაიხსნა, 34 მილიონი ლარი დაჯდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში მასობრივ შემცირებებს უარყოფენ
ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იკლო
ახალციხის ციხიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
ახალციხის ციხეს ახალი დირექტორი ჰყავს
ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იმატა
ახალციხის ციხის აუზები წყლისგან დაცალეს
‘ახალციხის ციხეში’ შტატები და ხელფასები შემცირდა