FM97.5 / LIVE

გახსნამდე სამი საათით ადრე

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 16.08.2012
ქვედა ციხის ტერიტორიაზე გრანდიოზული გახსნის ცერემონიისთვის ბოლო დეტალები ზუსტდება

გახსნამდე სამი საათით ადრე

ამდროისთვის ამფითატრის სცენაზე ”ისტენ პრომოუშენის” 25-კაციანი ჯგუფი ტექნიკას ამონტაჟებს.

”მუსიკოსების მოსვლამდე ჩაატარებენ ”საუნდ ჩეკს” იმისთვის, რომ დაბალანსდეს ყველფერი და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება კონცერტის გამართვა”, - ამბობს “ისტენ პრომოუშენის” წარმომადმგენელი გენა მამედოვი და ამატებს, რომ სამი დღე და ღამეა აქ გახსნის ცერემონიისთვის შეუსვენებლად ემზადებიან.

ლაგდება და ინომრება სკამები ამფითეატრის წინ. მუსიკოსების ნაწილი, რომლებიც აქ იმღერებენ და დაუკრავენ, უკვე ახალციხეშია.

მზადაა კლიენტებს მოემსახუროs ”ბილაინის, ”პე-ეს-პესა” და ”საქართველოს ბანკის” ფილიალებიც. სამივე მათგანი ერთ სივრცეშია განთავსებული და ხვალიდან რეგულარულად დილის 10:00-დან საღამოს 18:00 საათამდე იმუშავებს.

”მზად ვართ მომსახურებისთვის, აქ შეგვიძლია საოპერაციო კუთხით ნებისმიერი ოპერაციის შესრულება, აქვეა ბანკომატი და აი-ფი-ეს ტერმინალიც”, - გვიხსნის ”საქართველოს ბანკის” უფროსი მოლარე ოპერატორი ირინა ნიკურიანი.

შვედური მაგიდა მზადდება ”ედრესეს” მაღაზიაში. აქ შემომსვლელებს მაღაზია შამპანურით, წვენითა და იმ ტორტით გაუმასპინძლდება, რომელიც ციხისა და ”ედრესეს” მაღაზიის ლოგოთი იქნება მორთული.

”ედრესის” მაღაზიებიდან გვაქვს წამოღებული 4 ბრენდი. ეს არის ბავშვების ”დი ფი ემი”, მამაკაცებისთვის ”სელიო”, ქალბატონებისთვის ”გერი ვებერი”, ქალებისთვისაც და მამაკაცეებისთვისაც ”ტონ ტეილორი”, - ამბობს ბრენდ მენეჯერი ეკა სამხარაძე.

ამ დროისთვის ჯერ კიდევ ასუფთავებენ ციხის ტერიტორიაზე ”ქორწინების სახლს”. აქ ჯერ დეკორაციის მოწყობა დასრულებული არაა.

გახსნამდე სამი საათით ადრე

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მაღაზია ”მესხური ბრენდი” გაიხსნა
ახალციხის ციხეში ახალ სეზონზე პირველი მაღაზია გაიხსნა
ციხის ტერიტორიაზე დღეს ტურისტული საინფორმაციო ცენტრიც  გაიხსნება
მზადება გრანდიოზული  გახსნისთვის
ახალციხის ციხეს ნარჩენებისგან ასუფთავებენ
გახსნის ცერემონიისთვის დაცულია უსაფრთხოების ნორმები
ახალციხეში სათამაშოების მაღაზია გაიხსნა ®