FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 16.01.2013
ახალციხის ციხის 25 თანამშრომელს პირველი იანვრიდან ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელეს, ნაწილს კი ხელფასები გაუნახევრეს. ციხის ადმინისტაციაში შემცირებებს ფინანსურ პრობლემებს უკავშირებენ.

ახალციხის ციხიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
სამსახურიდან ის თანამშრომლები გაათავისუფლეს, რომლებსაც ციხის ადმინისტრაციასთან სამთვიანი ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფრომებული. ხუთ თანამშრომელს კი ხელფასები გაუნახევრდა, ახლა ისინი 240 ლარის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ.

ადმინიტრაციაში ამბობენ, რომ თანამშრომელთა გათავისუფლება ბიუჯეტის შემცირების გამო გადაწყვიტეს. სეზონზე, ტურისტული ნაკადის გაზრდის შემთხვევაში, მათ ისევ დაუკავშირდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ახალციხის ციხისთვის სუბსიდიის სახით 940,000 ლარი იყო გამოყოფილი. 2013 წლის ბიუჯეტში კი თანხა 400,000-მდე შემცირდა.

ციხის დირექტორი ბესიკ ბლიაძე ამბობს, რომ ის თანხა, რაც ციხისთვის არის გამოყოფილი, მიზერულია და კომუნალურ გადასახადებში არ ეყოფათ.

ციხის დირექციას გაზისა და ელექტროენერგიის გადასახების გადახდა იანვრის თვიდან თავად მოუწევს.

”გადასახდელი ქვითრები 11 იანვარს მოვიდა. დენში 21,099 ლარი უნდა გადავიხადოთ, გაზში კი 11,189 ლარი. ჩვენი ერთი თვის შემოსავალი დეკემბრის თვეში კი 8,825 ლარი იყო. ეს თანხა გადასახადებსა და ხელფასის გაცემას არ ეყოფა”,-განმარტავს ბლიაძე.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ცდილობენ ტურისტების რაოდენობა გაზარდონ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ რუსულ (რუსეთის) ტურისტულ კომპანიასთან, რომლებმაც თანამშრომლობის სურვილი თავად გამოთქვეს.

”ვაპირებთ ტურების მოწყობას. ვადგენთ მარშრუტებს. ტურისტს ახალციხის ციხის გარდა დავათვალიერებინებთ ვარძიას, საფარას და რეგიონის სხვა ღირშესანიშნავ ადგილებს. ტური ერთკვირიანი იქნება და ერთი კაცი დღეში (სასტუმროთი და კვებით) 150 ლარი ეღირება”, - გამნარტავს ბლიაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში შემცირებები იწყება
ახალციხის ციხეში მასობრივ შემცირებებს უარყოფენ
ექვს თვეში ახალციხის ციხემ ტურისტებისგან ნახევარი მლნ ლარი მიიღო
ახალციხის ციხის დირექტორი მერაბიშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

ახალციხის ციხის ტერიტორიის ნაწილის დათვალიერება დღეიდან ფასიანი გახდა
‘ახალციხის ციხეში’ შტატები და ხელფასები შემცირდა
ახალციხის ციხეს ივნისში 25 695 ვიზიტორი ჰყავდა