FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხის აუზები წყლისგან დაცალეს

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 17.01.2013
ძლიერი ყინვების გამო ახალციხის ციხეში მდებარე აუზები წყლისგან დაცლილია. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საფრთხე არც დეკორატიულ ნარგავებს ემუქრებათ.

ახალციხის ციხის აუზები წყლისგან დაცალეს

ახალციხის ზედა და ქვედა ციხეში მდებარე არაერთი სხვადასხვა ზომისა და ფორმის აუზებიდან წყალი ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში გაუშვეს, ამ დროისთვის წყალი არც შადრევნებში მოდის. მკაცრი კლიმატური პირობების გამო წყლის გაშვება სისტემაში გაზაფხულამდე არ იგეგმება.

„ძლიერ ყინვებში სისტემა რომ არ დაზიანებულიყო 18 დეკემბერს გამოვრთეთ“, - განმარტავს ციხის დირექტორი ბესიკ ბლიაძე.

7 ჰექატარზე მდებარე ციხეში 1,5 ჰექტარი ტერიტორია ნარგავებს უკავია. ციხის ადმინისტრაციაში გავრწმუნებენ, რომ მკაცრი კლიმატის გამო საფრთხე არც დეკორატიულ მცენარეებს ემუქრება. გამწვანების სპეციალისტები ამბობენ, რომ პოლონეთიდან და იტალიიდან ჩამოტანილი დეკორატიული ნერგები ყინვაგამძლე ჯიშებია. დეკორატიული ხეების უმეტესობა ფოთლოვანია. მუხა, ცაცხვი, ნეკერჩხალი და თხილი დაბალი ჯიშის ხეებია, რომლებიც სპეციალურად პარკების მშენებლობისთვისაა გათვალისწინებული.

„ხეების თითქმის 100 პროცენტი გახარებულია. კლიმატი საფრთხს არ უქმნის“, - ამბობს გამწვანების სპეციალისტი რეზო გიქოშვილი.

ახალციხის ციხის ტერიტორიის გამწვანებაზე ორი თანამშრომელი ზრუნავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ თანამშრომლების დამატება აუცილებელია, თუმცა ბიუჯეტის შემცირებს გამო ახალი თანამშრომლებს ვერ მიიღებენ.

ახალციხის ციხის აუზები წყლისგან დაცალეს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხეში’ თანამშრომლებს იმატებენ
ახალციხის ციხეში მასობრივ შემცირებებს უარყოფენ
ახალციხის ციხეში შემცირებები იწყება
ახალციხის ციხის დირექტორი: 'წელს თანამშრომლების დამატება დაგვჭირდება'
ახალციხის ციხეში ”ბოიარდის ციხესიმაგრის”  ქართულ ვერსიას გადაიღებენ
ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა
შვიდმა ბრენდმა ახალციხის ციხეში მაღაზია გააუქმა