FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იმატა

მთავარიეკონომიკა 05.06.2013
მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე ახალციხის ციხეს 19,000-მდე ვიზიტორი ესტუმრა.

ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იმატა
ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ვიზიტორთა რაოდენობამ განსაკუთრებით აპრილის თვიდან იმატა. თუმცა, ციხეს დამთვალიერებელი არც ზამთრის თვეებში აკლდა.

”იანვარში, თებერვალსა და მარტში, ციხეს 1500-დან 1700-მდე ვიზიტორი სტუმრობდა. აპრილის თვეში 4500 დამთვალიერებელი იყო. მაისის თვეში კი 9800 კაცამდე”, - ამბობს ახალციხის ციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლილი გოზალიშვილი.

მიმდინარე წელს ახალციხის ციხის ტერიტორიის დათვალიერება უფასო გახდა ომის ვეტერანებისთვის. რაც შეეხება ბილეთების ღირებულებას, ტარიფები იგივე დარჩა:
სკოლის მოსწავლე- 1 ლარი;
სტუდენტი -1,5 ლარი;
ვიზიტორი -5 ლარი;
ვიზიტორი (მრავალჯერადი-მომსახურება დღის განმავლობაში)- 7 ლარი;

გიდის მომსახურება ქართულ ენაზე 10 ლარია, უცხო ენაზე კი 20 ლარი. წელს ციხეს აუდიო გიდიც დაემატა.

”აიპედები გვაქვს, სადაც ინფორმაცია ჩაიწერა სამ ენაზე. მსურველს შეეძლება ყურსასმენებით მოისმინოს, ციხის იმ ნაწილის ისტორიის შესახებ, რომელიც სურს. მომსახურების თანხა 10 ლარია”, - განმარტავს ლილი გოზალიშვილი.

შესვლა უფასოა საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლებისთვის, 6 წლამდე ასაკისა და მიუსაფარი ბავშვებისათვის, სოციალურად დაუცველ პირთათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში დღეიდან ბილეთების ფასი შეიცვალა
ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იკლო
ახალციხის ციხეს ივნისში 25 695 ვიზიტორი ჰყავდა
‘ახალციხის ციხეში’ შესასვლელი ბილეთის ფასი გაიზარდა
ახალციხის ციხის მონახულება გაძვირდა
‘ახალციხის ციხეში’ ბილეთის ფასმა  მოიმატა
ახალციხის ციხის ტერიტორიის ნაწილის დათვალიერება დღეიდან ფასიანი გახდა