FM97.5 / LIVE

სოფლის რწმუნებულებმა თანამდებობები დატოვეს

მთავარიპოლიტიკა 19.12.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ურაველის, აგარისა და ანდრიაწმინდის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებმა დღეს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს.

სოფლის რწმუნებულებმა თანამდებობები დატოვეს
გამგებლისა და მისი მოადგილეების დანიშვნის შემდეგ, ადგილობრივ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. ამჯერად ცვლილება ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს შეეხოთ. ბეგლარ კაპანაძემ, მალხაზ ინდუაშვილმა და ტარიელ ტაბატაძემ გადადგომის შესახებ განცხადებები დღეს დაწერეს.

სამივე რწმუნებული აცხადებს, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების გამო გადაწყვიტა.

”რამდენიმე კანდიდატურა გვყავს და მათთან მიმდინარეობს კონსულტაციები. პირველ რიგში ხალხის აზრს ვითვალისწინებთ.აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან და მათი აზრის გათვალისწინებით წარვადგენთ მისაღებ კანდიდატურას, რომელიც იქნება პროფესიონალი და სანდო ადამიანი ”, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ხითარიშვილმა.

მისივე თქმით, საკადრო ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ შეიცვლება გამგებლის მოადგილეც, რომელიც სოფლის მეურნეობის, კულტურის და განათლების მიმართულებით მუშაობდა. ზაზა ხუციშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, თუმცა აუხლოეს მომავალში იგი სოფლის მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელად გადაინაცვლებს. მის ადგილს კი ეროვნებით სომეხი პიროვნება დაიკავებს. ბესიკ ხითარიშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 40 პროცენტი ეთნიკურად სომეხია, გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე ამ ეროვნების უნდა იყოს.

”მიმდინარეობს კონსულტაციები კონკრეტულ პიროვნებებთან და უახლოეს დღეებში გახდება მისი ვინაობა ცნობილი”, - ამბობს ბესიკ ხითარიშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამგებელმა მოადგილე შეცვალა
16 რწმუნებულიდან 12 შეიცვალა
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა
ახალციხის ახალმა გამგებელმა რწმუნებულებს მოუსმინა
ბესიკ ხითარიშვილი: მოსახლეობის ალბათ 90 პროცენტი დაუსაქმებელია
ბორჯომის გამგეობაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს
თანამდებობა კიდევ ხუთმა რწმუნებულმა დატოვა