FM97.5 / LIVE

16 რწმუნებულიდან 12 შეიცვალა

მთავარიპოლიტიკა 17.01.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული 16 ტერიტორიული ორგანოდან 12 საკრებულოში ახალი რწმუნებული დაინიშნა

16 რწმუნებულიდან 12 შეიცვალა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ხითარიშვილის განმარტებით რწმუნებულები დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ. მათ ერთიდან სამ თვემდე გამოსაცდელი ვადა მიეცათ.

- ”კონკურსის გამოცხადებმადე ეს ადამიანები იმუშავებენ აღნიშნულ თანამდებობებზე”, - განმარტავს ხითარიშვილი.

მისივე თქმით, რწმუნებულებმა თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. ახალი რწმუნებულების დანიშვნა კი მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ მოხდა.

- ”სამსახურიდან არავინ გამიშვია. პირადი განცხადებების საფუძველზე დატოვეს თანამდებობები. ხოლო, რაც შეეხება იმ ოთხ რწმუნებულს, საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობენ და საქმესაც აკეთებენ”, - ამბობს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

კარლენ კარახანიანი, მატრუნ პეტროსიანი, პეტროს ვართანიანი და მანანა მოსიძე თანამდებობებზე ძველებურად რჩებიან.

ცვლილებების თანახმად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულად დავით სამსონიძე დაინიშნა. მანამდე ამ თანამდებობაზე დავით ყულიჯანიშვილი მუშაობდა, მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ასევე, შეიცვალა ქალაქ ვალის რწმუნებული, გედევან გოზალიშვილის ადგილი ზურაბ ნასყიდაშვილმა დაიკავა.

რაც შეეხება აწყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ამ თანამდებობაზე შუქრი გოგოლაძე დაინიშნა, რომელმაც გელა მუმლაძე შეცვალა.

- ”აღნიშნული კანდიდატურა სოფლის მოსახლეობამ წამოაყენა, შემდეგ კი სოფლის კრებაც ჩატარდა, სადაც მეც ვიყავი და 90 პროცენტი ამ კანდიდატს უჭერდა მხარს”, - განმარტავს ბესიკ ხითარიშვილი.

წნისის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელად დავით ლაცაბიძე დაინიშნა. მანამდე ეს თანამდებობა ზურაბ კურტანიძეს ეკავა. აგარის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული კი ზაზა გელაშვილია.

სვირი, ბოგა, ტატანისის ტერიტორიული ორგანოს ხელმმძღვანელის მოვალეობას რამაზ ზედგინიძე შეასრულებს. გელა ლომიძე კი ფერსა, მუგარეთი, გიორგიწმინდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გახდა. ანდრიაწმინდა, ანდა, ახალშენის დასახლებებში ნიკოლოზ ტაბატაძე დაინიშნა. ხოლო წყრუთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად ხაჩატურ ჩახოიანი. რაც შეეხება ურაველის ტერიტორიულ ორგანოს, ეს თანამდებობა ბადრი ზაზაძემ დაიკავა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტში სამი რწმუნებული შეიცვალა
ანდრიაწმინდას ახალი რწმუნებული ჰყავს
წყალთბილის ტერიტორიულ ორგანოს ახალი რწმუნებული ჰყავს
თანამდებობა კიდევ ხუთმა რწმუნებულმა დატოვა
ადიგენში ორმა რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა
სოფლის რწმუნებულებმა თანამდებობები დატოვეს
ქრთამის აღების ფაქტზე რწმუნებულია დაკავებული