FM97.5 / LIVE

გამგებელმა მოადგილე შეცვალა

მთავარიპოლიტიკა 26.12.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ აშოტ მანასიანი დაინიშნა. ამ პოსტზე მან ზაზა ხუციშვილი შეცვალა

გამგებელმა მოადგილე შეცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ხითარიშვილის განმარტებით, რადგან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის 40 პროცენტი ეთნიკურად სომეხია, გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე მათი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.

”იყო რამდენიმე კანდიდატურა. ქალაქის მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ, გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. მას მხარს უჭერდა, როგორც ქართველი, ასევე ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა და ძალიან დადებითად ახასიათებდნენ”, - განმარტავს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი.

აშოტ მანასიანი პროფესიით ეკონომისტია. ამბობს, რომ ქალაქის პრობლემებს კარგად იცნობს.

”კარგად ვიცი ჩვენი ქალაქისა და მოსახლეობის პრობლემები. ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ვეცდები, რომ მოვაგვარო ყველა ის პრობლემა, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე აშოტ მანასიანი.

კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშავებს ახალი მოადგილე ჯერ ცნობილი არ არის.

”მას გარკვეული მიმართულებები ჩაბარდება, თუმცა კონკრეტულად რა უფლება-მოვალეობები ექნება ჯერ არ ვიცით. როცა გამგებელი არ იქნება ადგილზე, გადაწყვეტილებები რომელიმე მოადგილემ უნდა მიიღოს. ამ ყველაფერს გადავანაწილებთ ფუნქციონალურად. ფაქტობრივად, ჩვენ ვცვლით მთელ სტრუქტურას, რომელიც ხვალ საკრებულოს სხდომაზე იქნება განხილული. შევიტანთ ცვილებებს და როცა დამტკიცდება, კონკრეტული პასუხი გვეცოდინება”, - განმარტავს ბესიკ ხითარიშვილი.

ზაზა ხუციშვილი, რომელიც აქამდე გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, აღნიშნული ცვლილების შემდეგ სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსად გადაინაცვლებს. ამ თანამდებობაზე აქამდე ალექსი კოსტანიშვილი მუშაობდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბესიკ ხითარიშვილი: მოსახლეობის ალბათ 90 პროცენტი დაუსაქმებელია
სოფლის რწმუნებულებმა თანამდებობები დატოვეს
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა
ვინ არის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ახალი მოადგილე
 ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ბლიაძე დაინიშნა
ახალციხის გამგებლის მოადგილედ კარლენ მანასიანი დაინიშნა
ბესიკ ხითარიშვილი: ”ტექნიკური მარილი საკმარისია”